გრძელბეწვიანი ამერიკული კერლი
გრძელბეწვიანი ამერიკული კერლი
თავდაპირველად არსებობდა ამერიკული კერლის გრძელბეწვიანი ფორმა, მაგრამ დღეს იგი ნაკლებად გვხვდება, რადგან მეტი პოპულარობა მოიპოვა მოკლებეწვიანმა, რომლის მოშენებაც უფრო ადვილია.


მოკლე დახასიათება

უნიკალური გარეგნობა აქვს
გამოირჩევა დამჯერი ხასიათით
ბეწვის მოვლა საკმაოდ ადვილია
ხშირად უზიანდება ყურები

ისტორია

უკანასკნელ წლებში შინაური კატის ხაზებში ბევრი უჩვეულო ნიშანი გამოვლინდა, მათ შორის ამერიკული კერლის დახვეული ყურები, რაც შემთხვევითი მუტაციის შედეგია. მას შემდეგ, რაც იგი პირველად 1981 წელს მოხეტიალე კატაში შენიშნეს, ამ მუტაციამ არა მხოლოდ განაპირობა ახალი ჯიშის შექმნა, არამედ ასევე წარმატებით ჩართეს რამდენიმე სხვა ჯიშშიც.
გრძელბეწვიანი ამერიკული კერლის ყურებიდან ამოზრდილია გრძელი ბალანი. თვითონ ყურის ნიჟარები, ნორმალურთან შედარებით, გაცილებით უფრო გაშლილია.
ნაყარში რთული გასარჩევია, რომელ კნუტს ექნება დახვეული ყურები, რადგან ამ ნიშნის გამოვლენას რამდენიმე დღე სჭირდება.

მოვლა

ყურის გაშლილი ნიჟარები ამ კატებისთვის ნაკლად არ ითვლება, მაგრამ აუცილებელია მათი ყოველდღიური შემოწმება, რადგან სასმენ მილში შეიძლება მოხვდეს წკირები, მიწა ან რაიმე ჭუჭყი. მათი ამოღების დროს ყურადღებით იყავით: ნუ ჩაუყოფთ მაგარ საგანს, განსაკუთრებით თითებს. ყველაზე უსაფრთხო იქნება სასმენი მილის გასუფთავება ბლაგვწვერიანი პინცეტით. სხვა მხრივ, ამ კატების მოვლა საკმაოდ მარტივია, რადგან მაინცდამაინც სქელი ბეწვი არ აქვთ.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?