ლა პერმი
ლა პერმი
ამ კატებს აწეწილი და ტალღოვანი ბეწვი აქვთ, რაც დამახასიათებელია რექსის ჯგუფისთვის. ლა პერმი ტიპური კომპანიონია, რომელიც პატრონს საოცრად ეთვისება.
ამჟამად ბეწვის სხვადასხვა შეფერილობისა და ნახატის მქონე ინდივიდები გამოჰყავთ.


მოკლე დახასიათება

თავისებური ბეწვი აქვს
განვითარდა დომინანტური მუტაციის შედეგად
მომთმენი, მეგობრული კატაა
ბეწვი მოკლებულია თივთიკს

ისტორია

ლა პერმს, როგორც ჯიშს, სათავე 1982 წელს დალესის (ორეგონის შტატი) ხილის ფერმაში დაბადებულმა ერთმა კნუტმა დაუდო, რომელიც ნაყარის სხვა კნუტებთან შედარებით თითქმის უბალნო იყო, მაგრამ ბოლოს აბრეშუმისებრი ხვეული ბეწვი გაეზარდა. ფერმის მეპატრონეებმა, ლინ
და და რიჩარდ კოელებმა,
მას კერლი დაარქვეს. მოგვიანებით ის კინაღამ დაიღუპა ფერმაში უბედური შემთხვევის გამო, ამიტომ ხშირად სახლში ჰყავდათ და თავისუფლად ხეტიალის ნებას არ აძლევდნენ.

შემდგომი განვითარება

კერლმა ხუთი ხვადი კნუტი დაბადა, რომელთაგან ყველას ისეთივე გამორჩეული ხვეული ბეწვი ჰქონდა, რითაც დადასტურდა, რომ ეს დომინანტური ნიშანი იყო. ასეთი კატები ფერმაში საკმაოდ სწრაფად მომრავლდნენ და მნახველთა ცნობისმოყვარეობას იწვევდნენ. ამიტომ ლინდამ გადაწყვიტა, ისინი უფრო კარგად შეესწავლა და რამდენიმე მათგანი გამოფენაზე წაიყვანა, სადაც დიდი ინტერესი გამოიწვიეს. ამის შემდეგ უკვე ჯიშის საფუძვლიანი განვითარება დაიწყო. დღეს სტანდარტით დაშვებულია ლა პერმის ბეწვის ნებისმიერი შეფერილობა და ნახატი, ხშირია აზიური ჯგუფისთვის დამახასიათებელი ფერები, მაგალითად შოკოლადისფერი, რაც განაპირობა ჯიშის განვითარების ადრეულ სტადიაზე სიამურ კატასთან მისმა დაუგეგმავმა შეჯვარებებმა. დღეს ლა პერმები _ რექსების ჯგუფის ეს წარმომადგენლები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გვხვდებიან.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?