სპარსული გრძელბეწვიანი მეტისის ჯიშის კატა
სპარსული გრძელბეწვიანი მეტისის ჯიშის კატა

ზოგჯერ წმინდა ჯიშისა და უჯიშო კატების შემთხვევით წყვილებიან, რის შედეგად კნუტები ორივე მშობლის ნიშნებით იბადებიან. ამ დროს შეუძლებელია ახალი თაობის გარეგნობის წინასწარ განსაზღვრა.
მოკლე დახასიათება

ინდივიდუალური გარეგნობა აქვს
განუმეორებელი ეგზემპლარია
საშუალო სიგრძის ბეწვით გამოირჩევა
სპარსულ კატას ნაკლებად ჰგავს

ისტორია

კატების შეწყვილება თითქმის ყოველთვის კნუტების დაყრით მთავრდება მათი გამრავლების ბიოლოგიური თავისებურების გამო. ძუებს ინდუცირებული ოვულაცია ახასიათებთ, ანუ მათი საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედის გამოთავისუფლება მხოლოდ შეწყვილების შემდეგ ხდება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის განაყოფიერების ალბათობას. ამიტომ მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, მცხოვრები არასტერილიზებული ძუ კატები
გაცილებით კნუტებს უფრო მალ-მალე ყრიან, ვიდრე ველურ ბუნებაში გავრცელებული გარეული კატები, სადაც დაახლოებით 7.8-10.3 კმ2
ფართობზე მათი სულ ერთი წყვილი ბინადრობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძუს რამდენიმე ხვადთან რიგრიგობით შეწყვილება შეუძლია, მაშასადამე ერთ ნაყარის კნუტებს შეიძლება სხვადასხვა მამა ჰყავდეთ.

გავლენა

ასეთი შეწყვილების შედეგად მრავალი მშვენიერი მეტისი გამოიყვანეს. უჯიშო და წმინდა ჯიშის კატების მიზანმიმართული შეწყვილებით შესაძლებელი გახდა ისეთი ჯიშის გამოყვანა, როგორიცაა სელკირკ რექსი. ასეთი კატების გარეგნული ნიშნების განსამტკიცებლად გაცილებით მარტივია მათი შემდგომი შეჯვარება წმინდა ჯიშთან, რომელსაც გარეგნობის თვალსაზრისით უკვე აქვს სტაბილური გენოტიპი. ამავე მეთოდით შესაძლებელია მათში ახალი ფერების ან ნახატის შეტანაც.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?