სელკირკ რექსი
სელკირკ რექსი

ეს ამერიკული რექსის უჩვეულო ჯიშია, რომელსაც პირველი წლის განმავლობაში შესამჩნევად ეცვლება გარეგნობა. არსებობენ როგორც მოკლე, ისე გრძელბეწვიანი სელკირკ რექსები. თავისებური ბეწვის მიუხედავად, მათი მოვლა ძალიან რთული არ არის.

მოკლე დახასიათება

მიმზიდველი, სასიამოვნო გარეგნობა აქვს
ბეწვი ადვილი მოსავლელია
ჯიში შეფერილობათა ფართო სპექტრით გამოირჩევა
მეგობრული ხასიათისაა

ისტორია

ამ ჯიშს დასაბამი მონტანას შტატში, ცხოველების სადგომში, დაბადებულმა კნუტმა მისცა. ის ნაყარში ერთადერთი იყო, რომელსაც ჰქონდა რექსის ჯგუფის კატებისთვის დამახახიათებელი ხვეული ბეწვი და ულვაშები. გარკვეული ხნის შემდეგ, როდესაც ის ჩვეულებრივი ბეწვის მქონე კატასთან შეაწყვილეს, მისგან
დაბადებული კნუტების ნახევარს
ხვეული ბეწვი გამოჰყვა. ამით დადასტურდა, რომ რექსის ყველა სხვა ჯიშისგან განსხვავებით, სელკირკის ხვეული ბეწვი დომინანტურ მუტაციას წარმოადგენს. შემდგომი შეჯვარებების შედეგად კატის ზომა თანდათან გაიზარდა და თანამედროვე სელკირკ რექსი სხეულის ტიპით ბრიტანულ მოკლებეწვიან კატას ჰგავს.

ხვეული ბეწვი

სელკრკ რექსის კნუტებს სქელი და ხავერდოვანი ბეწვი აქვთ, მაგრამ ახალგაზრდა ინდივიდები ამ მახასიათებლებს განგურის პერიოდებში კარგავენ. რექსის მუტაცია ყველაზე თვალსაჩინოა გრძელბეწვიან ინდივიდებში, რომელთაც ხვეულები მეტად ეტყობათ. ზოგადად ისინი ნაკლებად შესამჩნევია ზურგზე და სამაგიეროდ ყველაზე კარგად ჩანს გვერდებზე, ტანის ქვედა ნაწილებსა და ყელის მიდამოში. ბეწვის დახვევის ხარისხი ფერზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ როცა ბალნისა და თივთიკის შეფერილობა განსხვავებულია, მაგალითად, კვამლისფერი ბეწვის შემთხვევაში, გავლენა აშკარად შეინიშნება.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?