რეგდოლის ჯიშის კატა
რეგდოლის ჯიშის კატა

ამ ჯიშს, მისი ზომისა და ქცევის გამო, უწყინარ გოლიათს უწოდებენ. რეგდოლს ძალიან მშვიდი ხასიათი აქვს, რაც წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიიღო, თუმცა ამ თვისების გამო არ გამოუყვანიათ.

მოკლე დახასიათება

"მძიმეწონიანი" კატაა
ბეწვის შეფერილობა სიამურის მსგავსია
ძალზე მეგობრულია
სქესობრივ მომწიფებას გვიან აღწევს

ისტორია

რეგდოლის გენეალოგიის დასაწყისი გარკვეულწილად ბუნდოვანია, მაგრამ, როგორც ჩანს, აღმოსავლური ფერები ბირმულ კატასთან  მეტიზაციით მიიღო. ბიკოლორის შემთხვევაში, ტანის ზედა და ქვედა ნაწილების შეფერილობები მკვეთრად უნ
და იყოს გამიჯნული. ამობრუნებული V ფორმის ქათქათა თეთრი ნიშანი თვალებს შორის უნდა იწყებოდეს და ნიკაპისკენ ფართოვდებოდეს. გულ-მკერდი და ტანის ქვედა ნაწილები, ასევე წინა ფეხები, მთლიანად თეთრი უნდა იყოს. კარგი ეგზემპლარების მოშენება ურთულესი
სამუშაოა: ძირითადი ფერი მთელ ზურგზე, კუდამდე, არსად უნდა გაწყდეს და უკანა ფეხების ზედა ნაწილამდე გავრცელდეს.

სირთულეები

თეთრი უბნები ზოგჯერ არასასურველად ნაწილდება _ მათ შეიძლება ბეწვის ფერადი უბნები გაწყვიტონ. მაგალითად: კატის ზურგზე გადასული თეთრი ზოლი. ზოგჯერ ფერი მთელ ზურგზე, კუდამდე, არსად წყდება, მაგრამ მის შიგნით არის 1-2 თეთრი ლაქა.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?