სპარსული კატა
სპარსული კატა
ამ ჯიშის წარმომადგენლების ამოცნობა მათი გრძელი, ფუმფულა ბეწვის გამო თითქმის არავის ეშლება. სპარსული კატის წინაპრები აზიაში ცხოვრობდნენ.
ჩვენს დროში ისინი ხშირად გამოჰყავთ გამოფენებზე და განსაკუთრებული პოპულარობითაც სარგებლობენ, მაგრამ ყოველდღიური ხანგრძლივი მოვლა-ვარცხნა სჭირდებათ.

მოკლე დახასიათება

ძნელად მოსავლელად ითვლება
ჯიში გამოირჩევა ბეწვის შეფერილობათა ფართო სპექტრით
ალერსიანი და მშვიდი ხასიათის ჯიშია
ხეტიალი არ უყვარს

ისტორია

სპარსული კატები, რომლებიც ევროპაში პირველად გამოჩნდნენ, ძალზე ძვირად ფასობდნენ მათი შედარებით გრძელი, თეთრი ბეწვის გამო. პირველი ეგზემპლარები XVII საუკუნის დასაწყისში სპარსეთიდან (თანამედროვე ირანი) _ იტალიაში და თურქეთიდან საფრანგეთში
ჩამოიყვანეს. სპარსული კატების უძველესი გამოსახულებებისა და თანამედროვე გამოფენების მონაწილე ინდივიდების შედარებით დასტურდება, რომ ისინი გარეგნულად
მაინცდამაინც არ შეცვლილან. თანამედროვე სპარსულ კატებს უფრო ფუმფულა ბეწვი და დიდი თავი აქვთ, მაგრამ ყველაზე თვალშისაცემი მათი ბრტყელი სახე და მიჭყლეტილი ცხვირია. ეს სუნთქვისა და ჭამის პროცესის გარკვეულ შეფერხებას იწვევს. ისინი დანარჩენი კატებისგან მართლაც განსხვავებულად ჭამენ ლუკმას ენის ქვედა ნაწილით იღებენ და ძლივძლივობით ღეჭავენ.

შეფერილობა

ტრადიციულია ერთი ფერის (სოლიდი) ბეწვი, მაგრამ დღეს უკვე არსებობს სპარსული კატის მრავალი სახესხვაობა, მათ შორის რამდენიმე ტიპის კამეო. სპარსული კატის ხაზებში შედარებით ახალი შეფერილობები შეიტანეს, მაგალითად, შოკოლადი. ტაბი ნახატიც გვხვდება, თუმცა გრძელ ბეწვზე ბუნდოვნად ჩანს.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?