ჰიმალაიური კატა
ჰიმალაიური კატა

ამ გრძელბეწვიან ჯიშს ეს სახელი იმიტომ დაერქვა, რომ ბეწვზე ფერების განაწილებით ძალზე ჰგავს ჰიმალაიურ ბოცვერს. სახელდობრ, სხეულის პერიფერიული ნაწილები, ანუ პოინტები: სახე, ყურები, ტერფები, ფეხები და კუდი _ ტანზე უფრო მუქად აქვს შეფერილი.
მოკლე დახასიათება


ჩასკვნილი ტანი აქვს
გამოირჩევა მბზინვარე ბეწვით
ალერსიანი კატაა
ჯიში ბეწვის შეფერილობათა ფართო სპექტრით გამოირჩევა

ისტორია

ჰიმალაიური კატის გამოყვანა 1920-30-იან წლებში აშშ-ში ჩატარებული გენეტიკური გამოკვლევების შედეგია. მათი მიზანი იყო სიამურისთვის დამახასიათებელი ნახატის მემკვიდრეობით გა
დაცემა სხვა ჯიშისთვის, რისთვისაც სპარსული გრძელბეწვიანი კატა შეარჩიეს. თავიდან შავი სპარსული კატა გამოიყენეს და პირველ თაობაში ყველა კნუტი იგივე ფერის დაიბადა, მაგრამ როცა ისინი სიამურ კატასთან ისევ შეაწყვილეს,
ჰიმალაიური გრძელბეწვიანის პირველი ინდივიდები მიიღეს. ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ ეს ჯიში უფრო ცნობილია, როგორც გრძელბეწვიანი კოლორპოინტი, თუმცა ასეთი შეჯვარებით მიღებულ ინდივიდებს თავდაპირველად ქმერები ეწოდებოდათ. ამ კატებს სიამურისთვის დამახასიათებელი არა მხოლოდ პოინტები აქვთ, არამედ ცისფერი თვალებიც.

ფერების პალტრა

პოინტების განვითარება კატის სხეულის ტემპერატურაზეა დამოკიდებული. კნუტები დაბადებისას თეთრები არიან, მაგრამ მათი სხეულის პერიფერიული ნაწილები მალევე იწყებს გამუქებას. სახეზე იქმნება ნიღაბი, რომელიც, ჩვეულებრივ, ხვადებს უფრო დიდი აქვთ, ოღონდ მისი ფერი სახის იქით აღარ ვრცელდება. კატა რომ ბერდება,, როგორც წესი, სხეულის გვერდებზე ბეწვი უმუქდება, რაც სისხლის მიმოქცევის გაუარესებასა და ამ უბნებში ტემპერატურის დაწევაზე მიანიშნებს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?