ამერიკული ბობტეილი
ამერიკული ბობტეილი

ამერიკული ბობტეილების კუდი ჩვეულებრივი კატების კუდის ნახევარი ან მესამედია. მისი გამოყვანის მიზანი გარეული კატის ექსტერიერის მქონე ჯიშის მიღება იყო. ამ კატების გარეგნობას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის დიდი ზომის სხეული.



მოკლე დახასიათება

გარეულ კატას ჰგავს
მეგობრული ხასიათი აქვს
ჯიში გამოირჩევა ბეწვის შეფერილობათა ფართო სპექტრით
ძალიან აქტიურია

ისტორია

ამ ჯიშის ისტორია იწყება კნუტით, რომელიც არიზონაში, ინდიელთა რეზერვაციის მახლობლად იპოვეს ჯონ და ბრენდა სანდერსებმა აიოვას შტატიდან. მათ უპატრონო კნუტი შინ წაიყვანეს და უვლიდნენ, ბოლოს კი სიამურ კატას შეაჯვარეს, რათა სნოუ-შუს ქსტერიერის მქონე კუდმოკლე
ჯიში გამოეყვანათ. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და სელექციონერებმაც ყურადღება გარეული კატის ექსტერიერის მქონე დიდი შინაური ჯიშის
გამოყვანაზე გადაიტანეს. ვარაუდი, რომ მის განვითარებაში თავიდანვე ფოცხვერი (Lynx rufus) მონაწილეობდა, არაფრით დასტურდება. ამერიკული ბობტეილების უმრავლესობა, როგორც წესი, მოკლებეწვიანია, ამიტომ კარგად ეტყობათ ამ ჯიშისთვის დამახასიათებელი ზოლებიანი (ტაბი) ნახატი. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ რეგულარულად ჩნდებიან ნახევრად გრძელბეწვიანი ინდივიდებიც.

კუდი

როგორც გენეტიკურად დადასტურდა, ამერიკული ბობტეილი იაპონური ბობტეილისგან  სრულიად განცალკევებული ჯიშია. იაპონური ჯიშის კუდი რეცესიული მუტაციის გამოვლენის შედეგია, რაც ნიშნავს, რომ მისი და ნორმალურკუდიანი კატის შეწყვილების შედეგად მიღებული პირველი თაობის ყველა კნუტს ნორმალური კუდი ექნება. ამერიკული ბობტეილის მოკლე კუდი კი დომინანტური მუტაციის შედეგია. ამიტომ მისი და ნორმალურკუდიანი კატის შეწყვილების შედეგად მიღებული პირველი თაობის კნუტების ნაწილს მოკლე კუდი გამოჰყვება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?