სომალი
სომალი

ამ ჯიშს წლების განმავლობაში ეჭვით უყურებდნენ. აბისინიური კატის პატრონებს ძალიან არ მოსწონდათ ნაყარში დროდადრო გრძელბეწვიანი ინდივიდების გამოჩენა. მაგრამ დღეს სომალიმ დამსახურებულად მოიპოვა ფართო პოპულარობა.

მოკლე დახასიათება

გონიერი და ყურადღებიანი კატაა
აბისინიურის გრძელბეწვიან ფორმად ითვლება
ბეწვის ნახატია ტიკირებული ტაბი
გვხვდება სხვადასხვა შეფერილობის ინდივიდები

ისტორია

ზუსტად არავინ იცის, როდის შეიჭრა გრძელბეწვიანობის განმსაზღვრელი გენი აბისინიური კატის ხაზში – შეიძლება, ეს 1920-იან წლებში განხორციელებული სელექციური პროგრამის შედეგი იყო, რაშიც ბალიური ჯიშიც მონაწილეობდა. აბისინიურის მსგავსად, სომალის ტრადიციულად წითური (იგივე "ჩვეულებრივი" ან "გარეული") და ღია წაბლისფერია
(სორელი); არსებობენ ცისფერი ინდივიდებიც, რომელთა ტანის ქვედა ნაწილი ღია ყავისფერია. ამჟამად უკვე გამოყვანილია სომალის 28
სახესხვაობა.


შეფერილობა

სომალის თავისებურ ექსტერიერს ქმნის ტიკირებული ბალანი, რომელიც კნუტებს სამი თვიდან უვითარდებათ. რადგან აბისინიურთან შედარებით სომალის უფრო გრძელი ბალანი აქვს, მისი ზოლიანობაც მეტია. თითოეულ მათგანზე შეინიშნება ღია (ფონი) და მუქი (ძირითადი) ფერების 6-14 ზოლი. სხეულის მუქი უბნების, მაგალითად, კუდის წვერის შეფერილობა ტიკირებული ბალნის ძირითად ფერს შეესაბამება.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?