რეგდოლი
რეგდოლი

ალერსიან კატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეგდოლია. იგი პირველად კალიფორნიაში გამოიყვანეს, ახლა კი ფართოდ გავრცელებულია მრავალ ქვეყანაში. ამ კატების უწყინარი ხასიათი კარგად ჩანს სახლის გარეთაც _ მათ ველურ ბუნებაში ნადირობა არ აინტერესებთ.
მოკლე დახასიათება

საოცრად მშვიდი ხასიათი აქვს
მიმზიდველი გარეგნობით გამოირჩევა
გვხვდებიან ინდივიდები სხვადასხვა ნახატის მქონე ბეწვით
შედარებით დიდი ზომისაა

ისტორია

პირველი რეგდოლების შესახებ უცნაური ლეგენდა არსებობს: მათი დედა _ თეთრი კატა, სახელად ჟოზეფინა, სავარაუდოდ, სპარსული გრძელბეწვიანი ან ანგორა, ზუსტად მშობიარობის წინ ავტოკატასტროფაში მოხვდა, მაგრამ, საბედნიეროდ, თვითონაც და კნუტებიც გადარჩნენ.
ყველა მათგანი განსაკუთრებულად მშვიდი იყო და თითქმის არაფერზე რეაგირებდა. ამან მათ მომშენებელ ენ ბეიკერს აფიქრებინა,
რომ ავარიის შემდეგ ჟოზეფინამ და მისმა შთამომავლობამ საერთოდ დაკარგეს ტკივილის შეგრძნება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვარაუდში სიმართლის ნატამალიც არ იყო, ხალხის ყურადღება მიიქცია და ახალი ჯიშის მიმართ ინტერესი გააძლიერა.


ნახატი

ბეწვის ნახატის მიხედვით სამი სახესხვაობა არსებობს – კოლორპოინტი, ბიკოლორი და ე.წ., წინდებიანი. ეს უკანასკნელი ადვილად გამოირჩევა კოლორპოინტებისგან, რადგან თათებზე აშკარად ეტყობა თავისებური თეთრი უბნები, რომლებიც მკვეთრად არის გამიჯნული ზემომდებარე მუქი ფერის უბნებისგან. მუცელი თეთრი აქვს და თვალებს შორისაც ზოგჯერ თეთრი ნიშანი ეტყობა. `წინდებიანი~ რეგდოლების გარჩევა ადვილია კოლორპოინტი ბირმული კატებისგან, რომლებსაც ასევე გამოკვეთილი თეთრი უბნები აქვთ ფეხებზე _ უბრალოდ რეგდოლებს თეთრი ბეწვი ნიკაპზე აქვთ. ამ ჯიშის კატები ნელა, დაახლოებით 3-4 წლამდე იზრდებიან. ამ ასაკში მათი ბეწვი საუკეთესოდ გამოიყურება.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?