ბურმილა
ბურმილა

ეს განსაკუთრებული ჯიში პირველია, რომელსაც ოფიციალური სტანდარტის თანახმად, "გაწონასწორებული ტემპერამენტი"მოეთხოვება. ბურმილა ძალიან მიმზიდველია და, რა გასაკვირია, რომ ამ ჯიშის წარმომადგენლები ბრწყინვალე კომპანიონებიც არიან.

მოკლე დახასიათება

ულამაზესი შეფერილობისაა
შესანიშნავი ტემპერამენტი აქვს
ჯიში შეფერილობათა ფართო სპექტრით გამოირჩევა
მისი ბეწვი ადვილი მოსავლელია


ისტორია

ეს ჯიში 1981 წელს სპარსულ შინშილასა და ლილისფერ ბურმას შორის დაუგეგმავი შეწყვილების შედეგად გაჩნდა. ახალდაბადებული ოთხივე კნუტის ხშირი და მოკლე ბეწვის შეფერილობა იყო დაჩრდილული ვერცხლისფერი შავით. სახელი, რომელიც ამ ახალ ჯიშს საბოლოოდ დაარქვეს, იყო ბურმილა (შემოკლებული ბურმა და შინშილა). ეს
კატები ნაკლებად ხალისიანები არიან, ვიდრე ნამდვილი ბურმები, და გაცილებით ხმაურიანები, ვიდრე სპარსული შინშილები. ბურმილები თამაშის
მოყვარული, ძალიან ალერსიანი და საოცრად მშვიდები არიან. ცოტა ჯიშში თუ მოიძებნება ასეთი უნივერსალური კომპანიონები. ბურმილები კარგად ეგუებიან ნებისმიერი ასაკის მარტოხელა ადამიანებს, ოჯახში ცხოვრებისას თავს მის წევრად მიიჩნევენ. მათ უყვართ ყურადღება და ძალიან ეჩვევიან ადამიანებს.


ექსტერიერი

ბურმილას ბეწვი შეიძლება დაჩრდილული ან ტიპირებული იყოს (გააჩნია, რამდენად არის პიგმენტირებული თითოეული ბალანი). ასეთი შეფერილობითა და ნახატით იქმნება ჯიშისთვის დამახასიათებელი ციმციმის ეფექტი, რაც სპარსული შინშილას გავლენის შედეგია. ბურმილა გაერთიანებულია კატების აზიურ ჯგუფში, რადგან მისი წინაპრები სპარსული შინშილა და ბურმანული კატა იყვნენ, რომლებისგანაც მოკლე ბეწვი მემკვიდრეობით მიიღო. ბურმილას მოვლა ადვილია, თუმცა ზოგ ინდივიდს შედარებით ხავერდოვანი ბეწვი აქვთ.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?