ეგზოტიკური მოკლებეწვიანი კატა
ეგზოტიკური მოკლებეწვიანი კატა

ეს ჯიში ბრიტანული მოკლებეწვიანისა და სპარსული გრძელბეწვიანი კატების მიზანმიმართული შეწყვილების შედეგად წარმოიშვა. ფაქტობრივად, ეგზოტიკურ მოკლებეწვიანს ორივე მშობლის ხასიათი გამოჰყვა, მაგრამ სპარსული გრძელბეწვიანივით ხანგრძლივი მოვლა-ვარცხნა არ სჭირდება.


მოკლე დახასიათება

ჯიში შეფერილობათა ფართო სპექტრით გამოირჩევა
ბეწვი შედარებით ადვილად მოსავლელია
მეგობრული, მშვიდი ხასიათის კატაა
სახის თავისებური პროფილი აქვს


ისტორია

ამ ორი ჯიშის შეწყვილების თავდაპირველი მიზანი უფრო დიდი ზომის ბრიტანული მოკლებეწვიანი კატის გამოყვანა იყო. ისე მოხდა, რომ მათი გარეგნული თავისებურებების გამო ბევრი კნუტი არ შეესაბამებოდა ბრიტანული მოკლებეწვიანის საგამოფენო სტანდარტს. ხან სახით ძალიან ჰგავდნენ სპარსულს,
ხანაც ბრიტანული მოკლებეწვიანისგან მეტისმეტად განსხვავებული გრძელი და ხშირი ბეწვი ჰქონდათ. მათ მიმზიდველობას არავინ უარყოფდა... ეს
ჯიში განსაკუთრებით მისაღები აღმოჩნდა მათთვის, ვისაც სპარსული კატა მოსწონდა, მაგრამ მისი ბეწვის სათანადო მოვლა უჭირდათ. მას შემდეგ ეგზოტიკურმა მოკლებეწვიანებმა ერთგული დამცველები შეიძინეს ჯერ ჩრდილოეთ ამერიკაში, ახლა კი მთელ მსოფლიოში. ის მარტო გარეგნობით არ მოსწონთ – კარგი ხასიათი აქვს და სახლის გარემოში ცხოვრება უყვარს.


ბეწვი

ეგზოტიკური კატის ბეწვი ფაფუკია, რაც ადასტურებს, რომ მისი წინაპარი სპარსული გრძელბეწვიანი კატა იყო; გარდა ამისა, ხშირი და ხავერდოვანია _ ეს ნიშნები კი ბრიტანული მოკლებეწვიანის მემკვიდრეობაა. ტრადიციულ მოკლებეწვიანთან შედარებით ამ კატების ბეწვი ჩვეულებრივ უფრო გრძელია, ოღონდ არა იმდენად, რომ ნამდვილი გრძელბეწვიანივით მიწაზე დასთრევდეს. ახლა გამოჰყავთ ბევრი შეფერილობისა და ნახატის მქონე ეგზოტები; არა მხოლოდ სოლიდები, არამედ კვამლისფერები და ბიკოლორები, ისეთებიც, რომელთაც ტაბი ნახატი ეტყობათ.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?