ბრიტანული მოკლებეწვიანი
ბრიტანული მოკლებეწვიანი

მეგობრულმა და დამჯერმა ბრიტანულმა მოკლებეწვიანმა კატებმა მთელ მსოფლიოში გაიჩინეს თაყვანისმცემლები. შესანიშნავი გარეგნობის გამო ისინი სხვადასხვა სარეკლამო კომპანიებშიც მონაწილეობენ. ბრიტანული მოკლებეწვიანები ალერსიანი, შედარებით მშვიდი და უწყინარი კატები არიან.



მოკლე დახასიათება

დიდი ზომის ლამაზი ჯიშია
ადვილად მოსავლელი ბეწვი აქვს
შეფერილობათა ფართო სპექტრით გამოირჩევა
მეგობრული ბუნებისაა

ისტორია

XIX საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც კატების გამოფენების მოწყობა ახალი დაწყებული იყო, მომშენებლები განსაკუთრებით ჩვეულებრივი ქუჩის კატების თვისებების გაუმჯობესებით დაინტერესდნენ და ამ მიზნით ბევრი სახესხვაობა გამოიყვანეს. მათ გადაწყვიტეს, გამოეყვანათ სოლიდები, რომელთაც ექნებოდათ ერთი ფერის ბეწვი, ყოველგვარი თეთრი
უბნების გარეშე. ამასთან ახალგამოყვანილი ჯიში დიდი ზომის უნდა ყოფილიყო, რისი მიღწევაც სელექციის პროცესში სპარსული გრძელბეწვიანის
მონაწილეობით მოხერხდა. მეტიზაციის შედეგად ახალი შეფერილობის ინდივიდები მიიღეს. ბრიტანული მოკლებეწვიანი კატის შეფერილობებს ყველაზე გვიან შოკოლადისფერი და ცინამონი დაემატა. ბოლო წლებში გამოიყვანეს ბრიტანული მოკლებეწვიანი კოლორპოინტი, რომლის ჩამოყალიბებაშიც ჰიმალაიური კატა მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული მოკლებეწვიანების ექსტერიერი ძალიან შეცვლილია, ისინი ჩვეულებრივი უჯიშო კატისთვის დამახასიათებელ ქცევებს ინარჩუნებენ.

მიმზიდველობა

ბრიტანული მოკლებეწვიანი გარემოს სწრაფად ეგუება, კარგი ოთახის კატაა, თამაში უყვარს და სწრაფად სწავლობს. ნაწილობრივ ამითაც აიხსნება, რატომ ირჩევენ ამ კატებს მწვრთნელები ვიდეოკლიპებსა და ფილმებში გადასაღებად. ბრიტანულ მოკლებეწვიან კატებს მხიარული და მოუსვენარი ხასიათი აქვთ _ პატრონს კუდში დასდევენ და ყველაფერში ცხვირს ყოფენ, რადგან ცნობისმოყვარენი არიან. მშვიდი ბუნების წყალობით, კარგად ეგუებიან სახლს, სადაც ბავშვები და ძაღლები არიან. ერთ ჭერქვეშ ორი ასეთი კატა, როგორც წესი, ერთმანეთს ძალიან ეჩვევა, განსაკუთრებით, თუ იქ ცხოვრება მაშინ დაიწყეს, როცა კნუტები იყვნენ.


ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?