აბისინიური
აბისინიური

გონიერი, ალერსიანი და მომთმენი აბისინიური კატები ბრწყინვალე კომპანიონები არიან. მიმზიდველი, მოხდენილი გარეგნობა აქვთ, მათ მოკლე ბეწვს კი მოვლა-ვარცხნა თითქმის არ სჭირდება. ეს კატები კარგად ეწყობიან ოჯახურ გარემოს, არც ბავშვებს უფრთხიან და არც ძაღლებს.





მოკლე დახასიათება

ალერსიანია, მეგობრული ხასიათი აქვს
ადამიანებთან თავს კარგად გრძნობს
ბეწვის ნახატი ტიკირებული ტაბია
ამ ჯიშის ფერთა სპექტრი მუდმივად ფართოვდება

ისტორია

ჯიშს აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის _ აბისინიის (ახლანდელი ეთიოპიის) სახელი დაერქვა. პირველ ეგზემპლარს ზულა ერქვა, რომელიც, როგორც ამბობენ, ევროპაში ბრიტანეთის არმიის ნაწილებში მოსამსახურე ჯარისკაცმა შეიყვანა. ზოგიერთი მოსაზრებით,
ჯიშის ნამდვილი სამშობლო უფრო ჩრდილოეთით მდებარეობს, სავარაუდოდ, ეს არის ეგვიპტე. ევროპაში აბისინიურის მოშენება ინგლისიდან დაიწყო,
სადაც ისინი 1871 წელს ბროლის სასახლეში (ლონდონის მახლობლად) მოწყობილ კატების ერთ-ერთ პირველ გამოფენაზე გაიყვანეს, იმ დროს კატებს ფეხებზე ჯერაც შემორჩენილი ჰქონდათ განივი ზოლები (ბარინგი), რაც შემდგომი სელექციური მოშენების შედეგად გაქრა; ბევრ ინდივიდს ჰქონდა ბალნის ფუნჯები ყურის წვერებზე, რაც ეგზოტიკურობას მატებდა.

ჯიშის ჩამოყალიბება

ჯიშის ტრადიციულ ფერს ინგლისში ჯერაც `ჩვეულებრივი~ ეწოდება, ამერიკაში _ `გარეული~. აბისინიურის ბეწვი მდიდრული ოქროსფერ-მოყავისფეროა, ამასთან ბალანი ტიკირებულია (წვერები შავად არის შეღებილი), თივთიკი კი წითურია. ბოლო ხანს გამოჩნდა ახალი შეფერილობები: ცისფერი, ჩალისფერი, შოკოლადისფერი და ლილისფერი, აგრეთვე ვერცხლისფერი სახესხვაობები, მაგალითად, მოცისფრო-ვერცხლისფერი. აბისინიური კატები ძალიან დაუცველები არიან კატის ლეიკემიის ვირუსის (Feline Leukemia Virus - FeLV) მიმართ, მაგრამ ახლა, საბედნიეროდ, შეიძლება მასთან ბრძოლა. ზოგადად ყველა კატას, მათ შორის აბისინიური ჯიშის ინდივიდებსაც, ამ პოტენციურად სასიკვდილო დაავადებისგან დასაცავად, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება, ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ.


ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?