ერმიტაჟის კატებზე აშშ-ში წიგნი დაწერეს
ერმიტაჟის კატებზე აშშ-ში წიგნი დაწერეს
ამერიკელმა მერი ენ ელლინმა დაწერა საბავშვო წიგნი "ანნა და ერმიტაჟის კატები."


მწერალი თავისი წიგნის პრეზენტაციაზე, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში ნიუ-იორკში, რუსეთის გენსაკონსულოში გაიმართა, ჰყვება, რომ ნაშრომის დაწერა 2005 წლის პეტერბურგის მოგზაურობამ შთააგონა.



ქალბატონი თავის შვილიშვილ, ანნასთან ერთად  მუზეუმს ეწვია და გაიგო, რომ იქ რამდენიმე ათეული კატა ცხოვრობდა. ჯერ კიდევ იმპერატრიცა ელიზაბეტმა XVIII საუკუნეში, ბრძანა, ზამთრის სასახლეში ახალი ბინადრები მიეყვანათ, რადგან სანკტ-პეტერბურგში მაშინ თაგვები და ვირთხები იყვნენ მომრავლებულნი.

წიგნის ძირითადი სიუჟეტი გოგონას თავგადასავალია, რომელმაც მოისურვა იდეალური კატის დახატვა და ერმიტაჟში მივიდა. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ასევე მუზეუმის დირექტორი, მიხაილ პიოტროვსკია.

მწერალი თავისი ნაწარმოების გაყიდვიდან მოგების
ნაწილს, კატების საჭმლისა და ვეტერინარული მომსახურებისთვის, ერმიტაჟს გადასცემს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?