ყოველი კატის ვალდებულება, როდესაც ოჯახის წევრი ხდება
ყოველი კატის ვალდებულება, როდესაც ოჯახის წევრი ხდება
როდესაც ცხოველი მოგვყავს სახლში, ის იმ დღიდან ხდება ოჯახის სურულუფლებიანი წევრი. ყოველი ბინადარი თავს გრძნობს "ვალდებულად" ოჯახში თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულოს. პატრონს ყოველთვის არ ესმის თავისი ოთხფეხა მეგობრის, თუმცა მისი ძაღლისა, თუ კატის საქციელი ყოველთვის აისახება ადამიანზეც.

როგორ?

ყოველი კატის ვალდებულება ოჯახში:

1. კატამ ყოველთვის უნდა დაიცვას ადამიანი ოთახის მცენარეებისგან.

2. კატამ ყოველთვის უნდა იზრუნოს, რომ პატრონი კარგ ფორმაში იყოს. ჩვენმა მოუსვენარმა ბინადარმა, უნდა გვაიძულოს, რომ ოთახებში ვიაროთ და მისი დაყრილი ნივთები მივალაგოთ.

Zooclub

3. კატამ ყოველდღიურად უნდა შეამოწმოს მაცივარი. არ არქვს მნიშნველობა მოსწონს,
თუ არა ეს პატრონს.

4. კატამ ყოველ ღამე უნდა შეამოწმოს, როგორ სძინავს მის პატრონს- ძილის დროს
დაადგეს თავზე, ან თათებით სახეზე შეეხოს.

Zooclub

5. კატა პერიოდულად უნდა ვარჯიშობდეს სიმაღლიდან ხტომაში (ვინ იცის, იქნებ რაიმე წარმოდგენაზე მიიწვიონ).

6. კატამ ყოველდღიურად უნდა აკონტროლოს, როგორ ალაგებს მისი პატრონი საწოლს, რადგან არ არის სასურველი რაიმე ნივთი საბნის ქვეშ მოყვეს.

7. კატამ ძალიან კარგად იცის, რომ სიზმარი დროის ფუჭი კარგვაა, ამიტომ ის ვალდებილია, როდესაც პატრონს სძინავს დაახტეს მუცელზე, ან თავზე და ისე გააღვიძოს ის.

8. კატამ უნდა იმღეროს პერიოდულად, რომ პატრონი გაართოს, მაშინაც კი თუ მისი "სიმღერა" (კნავილი) პატრონს არ სიამოვნებს.

9. კატამ აუცილებლად უნდა შეამოწმოს რატომ არ არის დახურული კარადის კარი, ის აუცილებლად უნდა შეძვრეს და გადახედოს ნივთებს. 

Zooclub

10. კატას უნდა ჰქონდეს თავისი საწოლი, თუმცა მას აუცილებლად უნდა ეძინოს პატრონთან.

რა თქმა უნდა ყოველივე ეს ხუმრობაა, თუმცა ამ ჩამონათვალის მიხედვით, არაერთი კატის პატრონი ამოიცნობდა თავის ოთხფეხა ბინადარს.

ასევე იხილეთ:

ბანაობის პროცედურა კატებისთვის

რამდენ ხანს ცოცხლობენ კატები?

რამდენი წლის არის თქვენი კატა?

ana
რა კარგი პოსტებია კატებზე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?