error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/d80cfaa55517a9c4ff46bcaccfb13edb.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
კატა, რომ ბედნიერი იყოს
კატა, რომ ბედნიერი იყოს
როდესაც სახლში კატა ან კნუტი მოგყავთ, სასურველია იცოდეთ ამ ცხოველის ზოგადი თვისებები – რა მოსწონს, რა სიამოვნებს, როდის რას ითხოვს და ა.შ.

იმისათვის, რომ კატამ თქვენს გარემოცვაში კომფორტულად და ბედნიერად იგრძნოს თავი, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა.

მოეფერეთ თქვენს ბინადარს

ხშირად მოეფერეთ თქვენს ბინადარს – კატა თბილი ცხოველია, მას უყვარს, როდესაც მის მიმართ სითბოს გამოხატავენ.

Zooclub

კვებეთ თქვენი კატა მისთვის განკუთვნილი საკვებით

მშრალი ხარისხიანი კატის საკვები საუკეთესო საშუალებაა, რათა თქვენი კატა ჯანმრთელი იყოს. შეეცადეთ არ კვებოთ თქვენი პატარა ბინადრი ადამიანისთვის განკუთვნილი საკვებით,
რათა შემდეგ პრეტენზიული არ გახდეს თავისი საკვების მიმართ ან საკვებმა არ აწყინოს, რადგან მსგავსი შემთხვევები
ხშირია.

Zooclub

მიეცით თქვენს კატას თავისუფლება

გარკვეული გამონაკლისებისა, ზოგადად კატებს ძალიან მოსწონთ სახლის გარეთ სეირნობა. თუ თქვენი ოთხფეხა ბინადარი ითხოვს ეზოში გაყვანას, სასურველია კვირაში 3-4-ჯერ მაინც გაასეირნოთ.

Zooclub

კატის და ადამიანის უხილავი კავშირი

კატას სიამოვნებს, როდესაც პატრონს ეხება. თუ მოგიახლოვდათ, არ გააგდოთ ის, ამ დროს ამ იდუმალ ცხოველს დადებითი ენერგია პატრონზე გადააქვს და ადამიანს ეხმარება პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში.

Zooclub

ეთამაშეთ კატას

კატა იოლად აგყვებათ თამაშში, თუმცა მას შეუძლია მალევე მოიწყინოს და მელანქოლიურ ხასიათზე დადგეს. ამიტომ, შეეცადეთ არ მისცეთ თქვენს საყვარელ ბინადარს მოწყენის უფლება, ხშირად ითამაშეთ მასთან ერთად.

Zooclub

უზურნველყავით, რომ მისი ტუალეტის კუთხე სუფთად იყოს

როგორც ცნობილია, კატა სუფთა არსებაა, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ის გრძნობს სისუფთავეს და ძალიან სიამოვნებს, როცა მისი  კუთხეც სუფთად არის. შეეცადეთ, რომ ყოველდღიურად გაწმინდოთ მისი ტუალეტის კუთხე.

Zooclub

გამოხატეთ თქვენი ბინადარის მიმართ სიყვარული

კატები აფასებენ სიყვარულს და გრძნობენ, როდესაც პატრონს ის უყვარს. ეს იდუმალი ბინადრები ამ დროს ძალიან ბედნიერები არიან და თვითონაც ორმაგ სყვარულსა და სითბოს გასცემენ პატრონის მიმართ.

Zooclub

ყურადღება მიაქციეთ თქვენი ბინადარის ჯანმრთელობას

იმისათვის, რომ თქვენმა კატამ ბედნიერად და კომფორტულად იგრძნოს თავი, დაზღვევის მიზნით, წელიწადში 2-3-ჯერ აუცილებლად მიიყვანეთ ვეტექიმთან, რათა დარწმუნდეთ მის ჯანმრთელობაში. სხვა ბინადრებისგან განსხვავებით კატებში ზოგიერთი ავადმყოფობა ისე პროგრესირდება, რომ შესაძლოა ეს პატრონმა ვერ შენიშნოს.

Zooclub

იქონიეთ სახლში კატებისთვის განკუთვნილი საკვები ბალახი

თუ კატა სახლიდან არ გადის, მისთვის საჭიროა ბალახი, რომელიც მისი კუჭის მომნელებელ სისტემაზე დადებითად მოქმედებს. სამკურნალო ბალახი იყიდება სხვადასხვა ზოომაღაზიაში, ან შეგიძლიათ თქვენ მოაშენოთ ის პატარა ქოთანში.

Zooclub






ტეგები
ნინი
ამ შემთხვევაში ,,რომ" -ის წინ მძიმე არ არის საჭირო....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?