ყველაზე ერთგული კატა მსოფლიოში (+ვიდეო)
ყველაზე ერთგული კატა მსოფლიოში (+ვიდეო)
თვითმხილველების თქმით, ერთ დღეს ავტობუსის გაჩერებასთან მოვიდა მანქანა და კატა დატოვა, თვითონ კი გზა განაგრძო. მას შემდეგ ეს ლამაზი არსება თოვლში, წვიმასა და სიცივეში არსად მიდის, ზის გაჩერების სკამზე და ელოდება პატრონს. კეთილი ადამიანები ხშირად აკითხავენ ფისოს, კვებავენ მას და ეფერებიან.

იქვე მდგომი ჯიხურის თანამშრომლები ამბობენ, რომ კატას ახალი პატრონი ორჯერ გამოუჩნდა. პირველად ქალმა ის სახლში წაიყვანა, თუმცა ორი დღის შემდეგ კატა გამოიქცა და ისევ ავტობუსის გაჩერებასთან სკამზე დაბრუნდა, ხოლო მეორედ, როცა მისი წაყვანა დააპირეს, გზიდანვე გამოიქცა და იმავე ადგილზე
დაბრუნდა. ერთადერთი, რაზეც ეს ერთგული არსება დათანხმდა იყო ყელსაბამი, რომელიც კეთილმა ადამიანმა აჩუქა.

Zooclub

დიდი ალბათობაა
იმისა, რომ კატა სახლიდან ძალიან მოშორებით დატოვეს, ასე რომ არ ყოფილიყო, ის თავის სახლს აუცილებლად მიაგნებდა.

იხილეთ ვიდეო

ერთგული კატა მთელი დღეები გაჩერების სკამზე ელოდება თავის ძველ პატრონს და ყოველ გავლილ მანქანას სევდიან თვალებს აყოლებს.

ტეგები
d
მიკვირს რომ 04 აგვისტოს მერე კომენტარი არ გაკეტებულა. ნორმალურ საზოგადოებაში ვისა ცხოველის მოვლა არ შეუძლია ერიდება კატის თუ ძაღლის სახლში მიყვანას. საბრალო ცხოველები მეტ ყურადღებას იმსახურებენ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?