ყველაზე ერთგული კატა მსოფლიოში (+ვიდეო)
ყველაზე ერთგული კატა მსოფლიოში (+ვიდეო)
თვითმხილველების თქმით, ერთ დღეს ავტობუსის გაჩერებასთან მოვიდა მანქანა და კატა დატოვა, თვითონ კი გზა განაგრძო. მას შემდეგ ეს ლამაზი არსება თოვლში, წვიმასა და სიცივეში არსად მიდის, ზის გაჩერების სკამზე და ელოდება პატრონს. კეთილი ადამიანები ხშირად აკითხავენ ფისოს, კვებავენ მას და ეფერებიან.

იქვე მდგომი ჯიხურის თანამშრომლები ამბობენ, რომ კატას ახალი პატრონი ორჯერ გამოუჩნდა. პირველად ქალმა ის სახლში წაიყვანა, თუმცა ორი დღის შემდეგ კატა გამოიქცა და ისევ ავტობუსის გაჩერებასთან სკამზე დაბრუნდა, ხოლო მეორედ, როცა მისი წაყვანა დააპირეს, გზიდანვე გამოიქცა და იმავე ადგილზე
დაბრუნდა. ერთადერთი, რაზეც ეს ერთგული არსება დათანხმდა იყო ყელსაბამი, რომელიც კეთილმა ადამიანმა აჩუქა.

Zooclub

დიდი ალბათობაა
იმისა, რომ კატა სახლიდან ძალიან მოშორებით დატოვეს, ასე რომ არ ყოფილიყო, ის თავის სახლს აუცილებლად მიაგნებდა.

იხილეთ ვიდეო

ერთგული კატა მთელი დღეები გაჩერების სკამზე ელოდება თავის ძველ პატრონს და ყოველ გავლილ მანქანას სევდიან თვალებს აყოლებს.

ტეგები
mimi
ასეთ სევდიან ამბებს რომ ვიგებ გული სევდით მევსება, მეცდავკარგე ჩემი ფისო და ძალიან განვიცდი მეცოდება ყველა უპატრონოდ მიტოვებული ცხოველი.
marina
კატა ,,ჰაჩიკო,,
tika
რატომ გაიმეტეს ესე? უგულო ადამიანები
tamar
ნეტა რა ბედია ეწია ფისოს?! როგორ გაიმეტა პატრონმა ღმერთო!
manana-sh
ფაქტია პატრონი კარგად უვლიდა კატას ასე რომ შეაყვარა თავი მაგრამ ერთი კითხვა მოსვენებას მიკარგავს, რატომ მიატოვა პატრონმა კატა? ხომ შეეძლო ვინმესთვის ეჩუქებინა? გული მიკვდება უპატრონო ცხოველების დანახვაზე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?