მზრუნველი კატა მაღვიძარას ყოველ დილით ხმას ურთავდა, რათა პატრონს არ გაეღვიძა (სახალისო ვიდეო)
სან-პაულუს (ბრაზილია) მცხოვრები ვერ ხვდებოდა, თუ რატომ არ აღვიძებდა მაღვიძარას ხმა ყოველ დილით, სანამ "დამნაშავე" არ გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ გოგონას მშვიდ ძილს კატა ჟოაკიმი იცავდა. როდესაც ფუმფულა ბინადარს მაღვიძარას ხმა ესმის, მის გასათიშად ტელეფონთან მაშინვე მირბის.

გოგონა ბოლო რამდენიმე კვირაა, სამსახურში ყოველ დღე აგვიანებდა, რადგან მაღვიძარას ხმა არ ესმოდა. ის ვერ იგებდა, თუ რა ხდებოდა. ერთი პერიოდი ფიქრობდა, რომ სმარტფონის ხმა გაფუჭდა.

Zooclub
არ გაეღვიძა (სახალისო ვიდეო)" />

აღმოჩნდა, რომ კატა ჟოაკიმი ყოველ დილით მაღვიძარას ხმას რთავს.

"მე და ჩემი მეგობარი ყოველდღე ვიგვიანებდით სამსახურში, რადგან მაღვიძარას ხმა არ გვესმოდა. რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი კატა ტელეფონს ხმას ურთავს", -ამბობს ჟოაკიმის პატრონი.

კატის უჩვეულო ქცევა გოგონამ ვიდეოზე გადაიღო: როგორც კი ცხოველმა ტელეფონის ვიბრაცია და ხმა გაიგო, მიირბინა და თათებით გამორთო. მეტიც, ჟოაკიმს არ მოეწონა, რომ პატრონმა ტელეფონი აიღო და მას ხელებზე კბენაც დაუწყო.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

კატამ უკანა თათებით კარზე კაკუნი ისწავლა

თუთიყუში ძაღლებთან ერთად გამვლელებს უყეფს

უკმაყოფილო ფრანგული ბულდოგი პატრონს ყოველთვის უცნაური ხმით "საყვედურობს" და პარკში წასვლას ითხოვს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?