კატების კუნძული იაპონიაში (+ფოტო)
კატების კუნძული იაპონიაში (+ფოტო)
კატების კუნძულს ოფიციალურად Tashirojima  ჰქვია. ამ კუნძულზე ადამიანზე მეტი კატა ცხოვრობს. კუნძულს "კატების კუნძული" იმის გამო დაერქვა, რომ აქ უამრავი უსახლკარო კატა ცხოვრობს და მრავლდება ადგილობრივი რწმენის ხელშეწყობით, რომლის თანახმადაც კატის დაპურებას სიმდიდრე და წარმატება მოაქვს. კატების პოპულაცია აქ ახლა ბევრად მეტია, ვიდრე მოსახლე ადამიანები.

კატების კუნძულის მთელი მცხოვრებლები შეადგენენ 100 ადამიანს, მათგან უმეტესობა 70 წელზე ასაკოვანია. ამიტომ შესაძლებელია მოკლე ხანში კუნძულზე მხოლოდ კატები დარჩნენ.

რამდენიმე ფაქტი კუნძულის ისტორიიდან: ადრე აქ აბრეშუმის ჭიას ამრავლებდნენ, აბრეშუმს აწარმოებდნენ და კატები აუცილებელი იყვნენ
თაგვების დასაჭერად. აბრეშუმის წარმოების შემდეგ აქ იჭერდნენ
თევზს. მეთევზეებს ეცოდებოდათ კატები და საკვებად მათ ახალ თევზს აძლევდნენ. დიდი ხნის განმავლობაში მეთევზეები პატივს სცემდნენ კატებს და აკვირდებოდნენ მათ ქცევას, ასევე თვლიდნენ, რომ კატები ამინდს წინასწარმეტყველებდნენ.

ერთხელ, როდესაც მეთევზეები ათავისუფლებდნენ ბადეს, ბადის კიდე მოულოდნელად ქვას წამოედო და ქვამ ერთ-ერთი კატა მოკლა. მეთევზეებმა გადაწყვიტეს კატა ამ კუნძულზე დაეკრძალათ და საფლავი აეგოთ.

მას შემდეგ აქ კატების განსაკუთრებული პატივისცემისა და სიყვარულის ტრადიცია დამკვიდრდა.


იხილეთ ფოტოგალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?