ჩვენი ისტორიის გმირმა, თათის ერთი მოძრაობით, ჩაკეტილი კარი გააღო და ინტერნეტის ვარსკვლავიც გახდა.
რამდენიმე დღის წინ, გაბიმ თავისი და სკოლაში წაიყვანა. სახლში მხოლოდ კატა დარჩა. შინ დაბრუნებული გოგონა მიხვდა, რომ გასაღები სახლში დარჩენოდა, ხოლო კარი მისმა დამ დაკეტა. გასაღების გარეშე გაბი სახლში ვერ შევიდოდა.

კარი დაბლოკილი იყო, მექანიზმს ხის ჯოხი აკავებდა. ბოკო ხმაურზე სახლის შესასვლელთან გაიქცა და დაინახა, რომ კარს იქით პატრონი იდგა. მან კნავილი და ფანჯრის კაწვრა დაიწყო. თავიდან გოგონას არც უფიქრია, რომ კატა მას დაეხმარებოდა, თუმცა, რამდენიმე წუთში მან შეამჩნია, რომ ცხოველი თათებით ჯოხის გადაგდებას ცდილობდა. პატრონის კარნახით, ბოკომ ჯოხის გაწევა შეძლო და კარიც გაიღო.

წამები, როდესაც კატამ კარი გააღო, გოგონამ ვიდეოზე გადაიღო. პროცესი 10 წამი გრძელდებოდა, თუმცა, გაბიმ კულმინაციის გადაღება შეძლო და ტვიტერზე ატვირთულ ვიდეოს 6 მილიონზე მეტი ნახვაც ჰქონდა. ბოკო ინტერნეტში და თავის ოჯახში ნამდვილი გმირი გახდა.

აღმოჩნდა, რომ ამ განსაკუთრებულ კატას თავისი ისტორია აქვს. ახალგაზრდა პატრონმა ბოკო უნივერსიტეტის სიახლოვეს, სკამის გვერდით იპოვა - ეს მოხდა სექტემბერში და მას შემდეგ ისინი განუყრელები არიან.

კატა თავიდან ცუდად იყო და როდესაც გაბიმ ვეტერინართან წაიყვანა, დიაგნოზი არც ისე დამაიმედებელი აღმოჩნდა. ბოკოს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და ვეტერინარები ვარაუდობდნენ, რომ ცხოველს რამდენიმე დღის სიცოცხლე დარჩენოდა... მხოლოდ სიყვარული და ზრუნვა დაეხმარა მას უკეთ გამხდარიყო. ამჟამად ბოკო პატრონისთვის და არა მხოლოდ მისთვის გმირია.
წყარო: boredpanda
ასევე იხილეთ:
უსახლკარო კატამ ომის ვეტერანი თვითმკვლელობისგან იხსნა - ნახეთ საოცარი მეგობრობის ისტორია!
როდესაც აგრესიული კატა ალერსიან ცხოველად გადაიქცა, პატრონი მიხვდა, რომ რაღაც საშინელი ხდებოდა
მამაცი ძაღლი კატის დასახმარებლად წყალში გადახტა