ფრედი მერკური და მისი კატები, რომლებიც შვილებივით უყვარდა (უნიკალური ფოტოები)
ფრედი მერკური და მისი კატები, რომლებიც შვილებივით უყვარდა (უნიკალური ფოტოები)
"თუ კატების მოყვარული ხართ, თქვენს ბინადარს უყიდით ლამაზ ყელსაბამს. თუ როკ-ვარსკვლავი ხართ, მას მიუძღვნით სიმღერებს. სწორედ ასე იქცეოდა ფრედი მერკური, რადგან მას ძალიან უყვარდა ეს ფუმფულა არსებები".

ამბობენ, რომ ცნობილი მომღერლის, ფრედი მერკურის კატების მიმართ სიყვარული 1970 წლიდან დაიწყო, იმ დროს, როცა მეგობარმა მერი ოსტინმა მას ორი კატა უყიდა - ტომი და ჯერი. ბიოგრაფებისა და მათთან ერთად მომღერლის დამხმარე პიტერ ფრისტოუნის თქმით, როდესაც ფრედი თავის ჯგუფთან ერთად ტურნეში მიდიოდა, ის ოსტინს (რომელიც მისი გასვლითი ტურის დროს კატებს უვლიდა) თავისი ფუმფულა კატების
მოსაკითხად ხშირად ურეკავდა.

"როგორც კი სასტუმროში დაბინავდებოდა, ის მიკავშირდებოდა და თავის კატებს ესაუბრებოდა", - აღნიშნავს
ოსტინი. ის თავის მემუარებში მომღერალზე წერს: "მერის ტომი და ჯერი ტელეფონთან მონაცვლეობით მოჰყავს, რათა ფრედი ცხოველებს დალაპარაკებოდა. ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში, მათ შორის, სხვა კატების შემთხვევაშიც, რომლებიც ფრედისთან ცხოვრობდნენ."

რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, მომღერალს დაახლოებით 10 კატა ჰყავდა: ტიფანი, დორათი, დელილა, გოლიაფი, ლილი, მიკო, ოსკარი და რომეო. "კატები მისი ოჯახი იყო", - წერს ფრისტოუნი და ასევე აღნიშნავს, რომ მერკური საშობაოდ თითოეულ კატას თავის სასაჩუქრე წინდას უმზადებდა, რათა მასში მოეთავსებინა სათამაშოები და სასუსნავები.

ჯეიკ სმიტი, Queen-ის თაყვანისმცემელთა ოფიციალური კლუბის ლიდერი, 21-წლიანი დაკვირვების შედეგად, ამბობს: "კატების უმეტესობა მერკურისთან თავშესაფრიდან მოხვდა. დიდ ბრიტანეთში არის საქველმოქმედო ორგანიზაცია "ლურჯი ჯვარი", რომელიც დაავადებული ცხოველების განკურნებით არის დაკავებული. ფრედიმ ამ თავშესაფრიდან, სულ მცირე, ორი კატა აიყვანა."

Queen Archives-ი ირწმუნება, რომ მომღერალმა საკუთარი სოლო ალბომი - Mr. Bad Guy-ი, საკუთარ კატას - ჯერის მიუძღვნა.

ბოლო ალბომის "Innuendo"-ის, რომელიც მან ჯგუფთან ერთად ჩაწერა, გარეკანზე წარმოდგენილია მერკურის ნახატი, სადაც იგი გამოწყობილია მასხარას კოსტუმში, მხრებზე კატების გამოსახულებით. ალბომის ერთ-ერთი სიმღერის Delilah-ის ერთი მოსმენით, შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ეძღვნება ქალს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფრედიმ ის კატებს მიუძღვნა. ამ სიმღერაში არის "მიაუს" მსგავსი  გიტარის სოლო, რომელსაც ბრაიან მეი ასრულებს. ამ პერიოდში მეის რამდენიმე კატა ჰყავდა.

მომღერლის თაყვანისმცემლებმა იპოვეს კიდევ ერთი მინიშნება, რომელიც "Classic Queen"-ის დისკის შიგთავსში აღმოჩნდა და ის გადმოსცემს ფრედის სიყვარულს კატების მიმართ. რაც შეეხება მის უკანასკნელ პორტრეტს, მასზე გამოსახულია "ჟილეტით", რომელზეც კატის გამოსახულებებია.  ეს ჟილეტი მას თავის უკანასკნელ ვიდეოშიც -"These Are The Days Of Our Lives" ეცვა.

Zooclub

უნდა აღნიშნოს, რომ მერკურის ყველაზე ცნობილი კატა  დელილა იყო - სამფერა გრძელბეწვიანი ბინადარი, რომელიც მომღერალმა 1987 წელს აიყვანა. როგორც ფრისტოუნი თავის წიგნში აღნიშნავს, დელილა სახლში უფროსი იყო და აკეთებდა ყველაფერს, რაც მას მოესურვებოდა. "მას გამოკვეთილი ხასიათი ჰქონდა, ის ნამდვილი ლედი იყო! ზოგჯერ სასაცილოდაც იქცეოდა, ასევე ძალიან ცელქი იყო, თუმცა, მოსწონდა მუხლებზე მოკალათება, განსაკუთრებით  იმ დროს, როცა ფრედი საკვებს მიირთმევდა", - აღნიშნავს სმიტი.

Zooclub

ჯიმ ჰატონი, რომელთანაც ფრედი მერკურს 7-წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა, დელილას განსაკუთებით აღწერს: "პატარა პრინცესა. ფრედის ის, სხვა კატებთან შედარებით, ყველაზე ხშირად ეჭირა ხელში და ეფერებოდა. დელილას ყველაფრის უფლება ჰქონდა, მათ შორის - ფრედის საწოლში ძილის."

"ფრედი კატებს საკუთარი შვილებივით ექცეოდა. მას შეეძლო, თავისი ბინადრების გამო ეჩხუბა. მაგალითად, როდესაც ის სახლში არ იყო და რომელიმე ცხოველს რაიმე დაუშავდებოდა - ყველა დაიფარე მისი რისხვისგან. დღე კატები ეზოში სეირნობდნენ, ხოლო ღამე ერთ-ერთი ჩვენგანი აგროვებდა მათ და სახლში შემოჰყავდა", - აღნიშნავს საკუთარ მემუარებში - "Mercury and Me“, ფრედის პარტნიორი ჯიმ ჰატონი.

ეს კი ფრედი მერკურის ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტოა თავის ფუმფულა ბინადართან ერთად.

Zooclub


იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

ოდრი ჰეპბერნი და ცხოველები

ადრიანო ჩელენტანო - ცხოველთა ქომაგი

ალენ დელონი და მისი 35 ძაღლი
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?