ისევ თავშესაფარში... ჭარბწონიანი კატა თავშესაფარში ოთხჯერ დააბრუნეს
ისევ თავშესაფარში... ჭარბწონიანი კატა თავშესაფარში ოთხჯერ დააბრუნეს
გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები ყველაზე ჭარბწონიანი კატა, სახელად მითზი, თავშესაფარში მეოთხედ დააბრუნეს, - ამის შესახებ წერს გამოცემა "Metro"-ი.

მიუხედავად იმისა, რომ შინაური ცხოველი დიეტაზე იყო და ცოტა წონაშიც დაიკლო, მორიგმა პატრონებმა მასზე უარი თქვეს. თავშესაფრის თანამშრომლებს იმედი აქვთ, რომ კატა მუდმივ საცხოვრებელს იპოვის, რადგან ახალი გარემო და პატრონების შეცვლა მასზე ნეგატიურად აისახება.

მითზი თავშესაფარში 2017 წელს მოხვდა. იმ პერიოდში კატა 7 კგ-მდე იწონიდა, რაც თითქმის ნორმაზე ორჯერ მეტია.

Zooclub

"ის ცოტა გამაღიზიანებელი "გოგონაა", მაგრამ წონის დაკლების და მზრუნველ ოჯახში მოხვედრის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება", -
ამბობს მოხალისე, რომელიც მითზის უვლის.

მისი თქმით, კატა ვერ ეწყობა სხვა ცხოველებს. ასევე, არ შეუძლია
მეგობრობა ბავშვებთან. 

ასევე იხილეთ:

კატამ, რომელიც 15 კილოგრამს იწონის, მზრუნველი პატრონი იპოვა და დიეტასაც იცავს

გოგონას სურდა პიცერიასთან მდგარ ძაღლს გამასპინძლებოდა, მაგრამ ცხოველის საყელოზე უცნაური რამ წაიკითხა

ჭარბწონიანი ძაღლები მანამდე და დიეტის შემდეგ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?