ბრიტანეთში კატამ დააზიანა XVII საუკუნის ნახატი, რომელიც მის პატრონს - ხელოვნებათმცოდნეს ეკუთვნოდა
ბრიტანეთში კატამ დააზიანა XVII საუკუნის ნახატი, რომელიც მის პატრონს - ხელოვნებათმცოდნეს ეკუთვნოდა
მიუხედავად იმისა, რომ კატა თითქოს ბეწვში გახვეული სიკეთის განსახიერებაა, ის მოუთმენლად ელის, სანამ პატრონი თვალს მოარიდებს, რომ მავნებლობა ჩაიდინოს. ბრიტანელი ხელოვნებათმცოდნე და გადაცემა "წარმატება თუ ყალბის?" მონაწილე, ბენდორ გრისვენორი, ორმოცწლიანი ცხოვრების შემდეგ, თავისი ბინადრის მიმართ, მეტი ყურადღებით უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ პატრონმა ყურადღება სულ რაღაც ერთი წამით მოადუნა, ამ დროის მანძილზე, მისმა კატამ სახელად პადმემ,  XVII საუკუნის ნახატის დაზიანება შეძლო.

Zooclub

ბენდერმა რესტავრირება გაუკეთა თავისთვის ერთ-ერთი საყვარელი მხატვრის, ჯონ მაიკლ რაიტის ნამუშევარს.

XVII საუკუნის ნახატს, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების გამო, სპეციალისტის დახმარება
დასჭირდა.

როდესაც ბენდორი უიშვიათეს ნახატზე მუშაობდა, პადმე მის გვერდით იყო.

მამაკაცი ნამუშევრის ლონდონში გაგზავნას აპირებდა. იმისათვის,
რომ ნახატი ტრანსპორტირებისას არ დაზიანებულიყო, ბენდორმა მას სარესტავრაციო ქაღალდი შემოახვია, წყლისა და ჟელატინის ნარევიც გამოიყენა. კატამ პატრონის შრომა არ დააფასა - როდესაც მამაკაცი რამდენიმე წამით შებრუნდა, ცხოველი ნახატის ცენტრში ახტა.

ნამუშევარმა ვერ აიტანა მსგავსი ვანდალიზმი, ამიტომ მასზე ბრჭყალების კვალი დარჩა. ბენდორი საყვარელი ნახატის დაზიანებით აღშფოთებული იყი. მისი თქმით, ნამუშევარი 2015 წელს 5,250 ევროდ შეიძინა, ხოლო ახლა მის რესტავრაციაზე დაახლოებით იგივე დაიხარჯება.

მიუხედავად ზარალისა, მამაკაცმა სიტუაციას დადებითი მხარეც მოუძებნა - "კატა ნახატზე გამოსახული გმირის ტანსაცმელზე ახტა და არა მის სახეზე".

ასევე იხილეთ:

ფინეთში დათვმა ხატვა დაიწყო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?