გოგონამ 14 წლის წინ კატა დაკარგა, ამ დროის განმავლობაში, ცხოველი მის სიახლოვეს ცხოვრობდა
გოგონამ 14 წლის წინ კატა დაკარგა, ამ დროის განმავლობაში, ცხოველი მის სიახლოვეს ცხოვრობდა
ბიანკა სამიტი სიდნეის გარეუბნიდან (ავსტრალია), ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც მისი საყვარელი კატა, სახელად როუზი, სახლიდან დაიკარგა. მას შემდეგ წლები გავიდა და საშობაოდ გოგონამ საუკეთესო საჩუქარი მიიღო.

შინაური ცხოველის დაკარგვის შემდეგ, მოსიყვარულე პატრონი, დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა თავისი ოთხფეხა მეგობრის პოვნას, მაგრამ დრო გადიოდა და ცხოველის პოვნის იმედი აღარ იყო. წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ ისტორიას ბედნიერი დასასრული ჰქონდა.

საოცარი შეხვედრა მას შემდეგ მოხდა, რაც კატა ცხოველთა თავშესაფარში აღმოჩნდა. ვეტერინარებმა როზის პატრონი ჩიპის დახმარებით იპოვეს. სწორედ ამის შემდეგ ფუმფულა ბინადრის ისტორიაც
ნათელი გახდა: აღმოჩნდა, რომ ამ წლების განმავლობაში, როზი ბიანკას სახლიდან რამდენიმე ქუჩის დაშორებით ცხოვრობდა და როდესაც
მისი პატრონი მოკვდა, კატა მისმა ნათესავებმა თავშესაფარში ჩააბარეს. ჩიპის სკანირებისას კი, დაადგინეს, თუ ვის ეკუთვნის სინამდვილეში ცხოველი და ბიანკას დაუკავშირდნენ. მას ძალიან გაუხარდა 14 წლის შემდეგ თავის საყვარელ ბინადართან შეხვედრა.

Zooclub

"ვერ ვიჯერებ, რომ როუზი ვიპოვეთ... ბოლოს, როდესაც ხელში მეჭირა, კნუტი იყო", - ამბობს ბიანკა.

Zooclub

თავშესაფრის თანამშრომლების თქმით, როუზი გაცილებით მალე დაბრუნდებოდა პატრონთან, თუ ის ადამიანი, რომელმაც იპოვა, ვეტერინართან დროულად წაიყვანდა და ჩიპის სკანირებას მოახდენდა.

ასევე იხილეთ:

დაკარგული კატა პატრონთან მატარებლით მარტო დაბრუნდა

10 წლის წინ დაკარგული ძაღლი პატრონთან მოულოდნელად დაბრუნდა

ქარიშხლის დროს დაკარგული კატა პატრონთან 14 წლის შემდეგ დაბრუნდა


ტომი
სკლეროზი დაემართა ალბათ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?