მამაკაცმა დამწვარი სატვირთოს ძრავიდან კატა გამოიყვანა, ცხოველის დანახვისას ის ცრემლებს ვერ იკავებდა (ემოციური ვიდეო)
კინემატოგრაფისტმა დუგლას თრონიმ კარგად იცის, თუ რამდენად დამანგრეველია ტყის ხანძარი... მამაკაცი არაერთი წელია, ბუნებრივი კატასტროფების შედეგების ფოტოებზე აღბეჭდვითაა დაკავებული. თუმცა, იგი არ იყო მზად ენახა ის, რაც კალიფორნიის ხანძრის დროს საკუთარი თვალით იხილა.

"ჩემს ცხოვრებაში მსგავსი არაფერი მინახავს. ეს ყველაზე საშინელი ტრაგედიაა, რომელიც კი ოდესმე განმიცდია", - ამბობს დუგლასი.

რამდენიმე ხნის წინ კინემატოგრაფისტი სამაშველო სამსახურს მოხალისედ შეუერთდა. მამაკაცი დამწვარ ტერიტორიაზე შევიდა იმ იმედით, რომ გადარჩენილ ცხოველებს იპოვიდა და სამშვიდობოს გამოიყვანდა. ის დიდი ხანია, კატების გადარჩენითაა დაკავებული, ამიტომ ხვდებოდა, რომ ეს ცხოველები შიშისგან შესაძლოა
ყველაზე მიუვალ ადგილებში დამალულიყვნენ.

Zooclub

გასულ კვირას, გადამწვარი შემოგარენის დათვალიერებისას, მაშველებს კნავილის ხმა მოესმათ. ხმა დამწვარი
სატვირთოდან მოდიოდა. შეშინებული კატა მანქანის ძრავში იმალებოდა.

Zooclub

დუგლასს მთელი საათი დასჭირდა, რომ ცხოველი დამწვარი ავტომობილიდან გამოეყვანა. როდესაც კატა მის ხელში აღმოჩნდა, ის ცრემლებს ვერ იკავებდა. მამაკაცი ხვდებოდა, რომ ეს-ეს არის კიდევ ერთი ცოცხალი არსება გადაარჩინა.

Zooclub

მისი თავდაუზოგავი ძალისხმევის შედეგად, დღეს კატა ცოცხალია. ამჟამად ცხოველი ვეტერინარულ კლინიკაში იმყოფება, სადაც მასზე ექიმები ზრუნავენ - ცხოველს თათები დამწვარი აქვს.

დუგლასი დარწმუნებულია, რომ გადარჩენილი კატა ერთადერთი ცხოველი არ არის, რომელმაც სიცოცხლისთვის იბრძოლა. ის ვარაუდობს, რომ სტიქიის ზონაში არაერთი შეშინებული არსება იმალება. მამაკაცი კვლავ აგრძელებს დამწვარ ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ძებნას.  

"თანაგრძნობა - ეს ერთადერთია, რაც დაგვრჩა!"- ამბობს დუგლასი.

როგორც ჩანს, კატა ხვდება, თუ რა გააკეთა მისთვის კეთილმა ადამიანმა და მიუხედავად ტკივილისა, მისი დანახვისას კრუტუნს იწყებს.

Zooclub

"კატა მადლიერია, რომ მისი სიცოცხლე გადავარჩინე და ამას ჩემთან შეხვედრისას ყოველთვის გამოხატავს", - ამბობს დუგლასი.

ასევე იხილეთ:

მამაკაცმა ტყის ხანძრის დროს ფოცხვერის ნაშიერი და ნუკრი გადაარჩინა...შეიძლება თუ არა ველური ბუნების კანონებში ადამიანის ჩარევა?

ეს კნუტი ერთადერთია, რაც 83 წლის მოხუცს დარჩა. მისი სახლი სრულიად დაიწვა

კატასტროფის სიმბოლო: ბერძნების ოჯახმა დაიბრუნა ძაღლი, რომელიც ხანძრის გამო, რამდენიმე დღე წყალში ცხოვრობდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?