სასწავლო დაწესებულება, სადაც კატები საკლასო ოთახებში თავისუფლად გადაადგილდებიან და მაგიდებზე სძინავთ
სასწავლო დაწესებულება, სადაც კატები საკლასო ოთახებში თავისუფლად გადაადგილდებიან და მაგიდებზე სძინავთ
როგორც ცნობილია, ზრდასრულ კატას დღე-ღამის განმავლობაში, საშუალოდ, 15 საათი სძინავს. შინაური ცხოველი მოსასვენებელ ადგილს საკუთარი სურვილით ირჩევს და გემრიელად იძინებს.

კატები არა მხოლოდ სახლში, არამედ სხვადასხვა დაწესებულებაშიც ჰყავთ. მაგალითად, ბევრმა ჩვენგანმა იცის ერმიტაჟის კატების შესახებ, რომლებიც ზამთრის სასახლის სრულუფლებიანი მაცხოვრებლები არიან. მათი ძირითადი დანიშნულება არსებულ ტერიტორიაზე მღრღნელების განადგურებაა. გარდა ამისა, კატები მაღაზიებში, საწყობებში და სხვა ორგანიზაციებშიც ბინადრობენ.

ინტერნეტ მომხმარებელმა, ელა ბიმ, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების ბინადარი კატების ფოტოები გამოაქვეყნა. ამ ცხოველს კადრებში შენობის ნებისმიერ კუთხეში შეხვდებით, მათ შორის - საკლასო ოთახებში.
გაკვეთილის მსვლელობისას, ფუმფულა ბინადრებს მერხებზე მშვიდად სძინავთ. სამწუხაროდ, გოგონამ არ მიუთითა, თუ რომელ ქვეყანაშია ეს
დაწესებულება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არც ისე ცუდი თერაპიაა სტრესის მოსახსნელად, როგორც ცხოველისთვის, ისე ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

კატების ფარული სამკურნალო თვისებები დამტკიცებულია - განსაკუთრებით ქალებისთვის!

რამდენიმე მეთოდი, თუ როგორ მკურნალობენ სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებს კატების დახმარებით

მასწავლებელმა მოსწავლეების ყურადღების მოსაკრებად უცნაური რამ მოიფიქრა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?