როდესაც აგრესიული კატა ალერსიან ცხოველად გადაიქცა, პატრონი მიხვდა, რომ რაღაც საშინელი ხდებოდა
როდესაც აგრესიული კატა ალერსიან ცხოველად გადაიქცა, პატრონი მიხვდა, რომ რაღაც საშინელი ხდებოდა
"გმირმა კატამ ორჯერ გადაარჩინა პატრონი: ფუმფულა ცხოველი ქალს მკერდის კიბოს დროულად აღმოჩენაში დაეხმარა. ანჯელა ტინინგმა უცნაურად მიიღო საყვარელი კატის - მისსის ქცევა, როდესაც ცხოველი სულ უფრო ხშირად წვებოდა მის მკერდზე. ქალი შინაგანად მსუბუქ ტკივილს გრძნობდა", - წერს გამოცემა "Daily Record"-ი.

მას შემდეგ, რაც ანჯელამ ექიმებს მიმართა, მისი შიში გამართლდა - მას აღმოაჩნდა კიბოსწინარე (სიმსივნის წინარე) უჯრედები, რომელიც მოგვიანებით მოაშორეს, თუმცა, ორი წლის შემდეგ, ნიუკასლის მცხოვრებმა შეამჩნია, რომ მისსის ქცევა ისევ შეიცვალა და ქალმა, ყოველი შემთხვევისთვის, ექიმებს მიმართა.

ამ შემთხვევაში ექიმმა ანჯელას
საშინელი ამბავი აცნობა - ქალს სარძევე ჯირკვლების კიბო აღმოაჩნდა. მას მასტექტომიის გაკეთება მოუწია. ყოველი შემთხვევისთვის,
გაცილებით უარესი შედეგი ექნებოდა, დიაგნოზი რამდენიმე თვის დაგვიანებით რომ გაეგო.

"ჩემი კატა სითბოს არასოდეს გამოხატავს. ჩვეულებრივად ის ძალიან აგრესიულია, ამიტომ მსგავსი ქცევა უცნაურად მომეჩვენა. მეორე შემთხვევაშიც, მისსი დაწვა ჩემს მკერდზე და იმავე მიდამოზე მადებდა თავს, სადაც პრობლემები ადრეც მქონდა. სწორედ მას შემდეგ მივმართე ექიმებს და ბიოფსია გავიკეთე", - ამბობს ანჯელა.

Zooclub

პატრონმა თავისი შინაური ცხოველის კანდიდატურა Hero Cat Аward-ის ნომინაციაზე დაასახელა, ქალს იმედი აქვს, რომ მისსის ნამდვილ გმირად აღიარებენ.

ასევე იხილეთ:

ქალი ცდილობდა ძაღლი ლოგინიდან გაეგდო, მაგრამ ის არ მიდიოდა.. იმან, რაც შემდეგ მოხდა, მისი სიცოცხლე გადაარჩინა!

მშობლებმა შეამჩნიეს, რომ ძაღლი ბავშვს ყოველთვის მარჯვენა მხარეს დაყვებოდა. აღმოჩნდა, რომ მან რაღაც იცოდა...

მეცნიერებმა დაადგინეს-ძაღლები ონკოპაციენტებს მკურნალობაში ეხმარებიან
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?