რატომ უყვარს ადამიანს კატა?
რატომ უყვარს ადამიანს კატა?
კატა ლამაზი, თბილი და ძალიან საყვარელი არსებაა – ეს კატების მოყვარულთა აზრით, მაგრამ რას ფიქრობენ ფისომოყვარულ ადამიანებზე ფსიქოლოგები?

ყველამ კარგად იცის, რომ კატა არის გრაციოზული, მოქნილი, ეშმაკი და, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი ცხოველი.

ფსიქოლოგების აზრით, მანდილოსანს, რომელსაც კატა უყვარს, არის ძალიან ქალური, მომხიბლელი, ჭკვიანი და შორს მჭვრეტელი. ასეთ მანდილოსანს შეუძლია, რთულ სიტუაციებში სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და ეფექტურად შეასრულოს დავალებული საქმე. ფისომოყვარული ადამიანები, ხშირ შემთხვევაში იოლად აღწევენ დასახულ მიზნებს. მათ წარმატებებში სისხარტე და გამორჩეული აზროვნება ეხმარება.

Zooclub

ბავშვებს უყვართ კატები, იმიტომ, რომ
ისინი ფაფუკი, თბილი და მოსიყვარულე არსებები არიან.

Zooclub

იმ შემთხვევაში თუ მამაკაცს უყვარს კატები, ფსიქოლოგები თვლიან,
რომ ამ პიროვნებას ძალიან გაწონაწორებული ხასიათი აქვს. ასეთი მამაკაცი არ არის მიდრეკილი ფეთქებადი და აგრესიული ქმედებისკენ.

Zooclub
ფისომოყვარული მამაკაცების უმეტესობა იოლად ახერხებს მოიგოს ქალის გული. ის მამაკაცები, რომელებსაც სახლში კატა ჰყავთ, ხშირ შემთხვევაში, სამსახურში წარმატებული პიროვნებები არიან.

ტეგები
madam fiso
ჭკუა მეკეტება კატებზე ^_^
ევა
საერთოდ ადამიანი, რომელსაც ცხოველები უყვარს, კარგი ადამიანია!
maia
სრულიად ვეთანხმები სტატიას, კატის მოყვარული ადამიანები თბილები და მოსიყვარულეები არიან,პირადად მე, ენერგიას მმატებს კატის მოფერება :)
liza
აი ის ნაწილი რომ კაცები ვისაც კატები უყვართ არ არიან ადვილად ფეთწებადები არ არის მართალი. ჩემი ქმარი კატების მოყვარულია, მთელი ცხოვრება გვყავს კატები სახლში მაგრამ ვაიმეეე რა ადვილად ფეთქებადია:) მოკლედ მთავარია ყველა ცოცხალი არსება გვიყვარდეს და დანარჩენს ეშველება:)
ქეთი
ჰოდა, ადამიანებო, შეიყვარეთ ფისოები და ცუგებიც, რათა თქვენც უფრო კარგები და საყვარლები გახდეთ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?