ფისომოყვარულების საყვარელი სამსახური საბერძნეთის ულამაზეს კუნძულზე, სადაც 55 კატა ცხოვრობს
ფისომოყვარულების საყვარელი სამსახური საბერძნეთის ულამაზეს კუნძულზე, სადაც 55 კატა ცხოვრობს
კატების მოყვარულებს საოცნებო სამსახურის შოვნის ნამდვილი შანსი გამოუჩნდათ ეგეოსის ზღვის ულამაზეს კუნძულ სიროსზე.

საქველმოქმედო ორგანიზაციის "God's Little People Cat Rescue"- ს საცხოვრებელ კომპლექსში (καταφύγιο), რომელიც  კუნძულ სიროსზე მდებარეობს, გამოცხადდა ვაკანსია ისეთი ადამიანისთვის, რომელიც შეძლებს 55 კატის მოვლას. ცხოველები სწორედ ამ ტერიტორიაზე ბინადრობენ და ეს ხუმრობა ნამდვილად არაა.

Zooclub

ამ სამუშაოსთვის დამსაქმებელი მზადაა, გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმოს იმ ადამიანთან, რომელიც კონკურსს გაივლის. თუ დასაქმებული ადამიანი კატებს მოუვლის, მისი ანაზღაურების გარდა, კუნძულზე ცხოვრების ყველა ხარჯი დროულად იქნება დაფარული. გარდა ამისა, ის იცხოვრებს ულამაზეს და კომფორტულ
"ვილაზე".

Zooclub

ეს ფისომოყვარული ადამიანებისთვის დასვენებისა და ამავდროულად, თანხის გამომუშავების საუკეთესო საშუალებაა.

Zooclub

სახლს აქვს ულამაზესი ბაღი.
ამასთანავე, ფანჯრიდან იშლება საოცარი ზღვის ხედი. რაც მთავარია, თქვენ გეყოლებათ 55 ფუმფულა კატა, რომლებიც მოწყენის საშუალებას არ მოგცემენ.

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

ასევე იხილეთ:

საუკეთესო პროფესია მსოფლიოში: "პანდების ჩამხუტებელი"

ფისომოყვარულთა საოცნებო სამსახური: მოეფერო კატას თანხის სანაცვლოდ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?