კიევის მეტროში მოხუცმა ქალმა კნუტების შეჭმა სცადა, თუმცა, გამვლელებმა მას ხელი შეუშალეს (ვიდეო +18)
შოკისმომგვრელი კადრები კიევის მეტროში 5 აგვისტოს გადაიღეს. მოხუცმა, რომელიც მოწყალებას ითხოვდა, ცოცხალი კნუტის თათის შეჭმა სცადა. გამვლელები მთელი ძალით ცდილობდნენ ქალისთვის ცხოველის წართმევას.

"ის მზად იყო, საცოდავი ცხოველისთვის თათი მოეჭამა. თვითმხილველები რამდენიმე წუთი ცდილობდნენ კნუტის წართმევას, თუმცა, ის ძირს დაწვა და მათ ეწინააღმდეგებოდა, ხოლო შემდეგ პრეტენზია გამოთქვა, თუ ვინ გადაიხდიდა გატეხილი კალათის თანხას", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

"ყველა სხვადასხვა მიმართულებით მივდიოდით. ალექსანდრა მოხუცთან პირველი მივიდა და მარტო ცდილობდა ცხოველის დახსნას. ამ დროს გამოჩნდა ასია და ნასტია და მას დაეხმარნენ", - წერს
სოციალურ ქსელში მიხაილ კორნიჩუკი.

სწორედ მიხაილმა შეძლო ცხოველის გადარჩენა და კნუტები, მათ შორის დაშავებულიც, მოგვიანებით
მას სახლში მიუყვანეს.

"შემთხვევის ადგილზე ბლოგერიც მოხვდა, რომელმაც ყველაფერი ვიდეოზე გადაიღო. კნუტის სისხლი მოხუცს სახეზე ჰქონდა. ერთ-ერთი გოგონა კი გადარჩენილი კნუტებით  გაიქცა, რათა ქალს ისევ ზიანი არ მიეყენებინა მათთვის. მოგვიანებით ორი მათგანი მე მომიყვანეს. ისინი ძალიან გამოფიტულები და სუსტები არიან. დილით დაშავებული კნუტი ვეტერინართან რენტგენზე წავიყვანე, რადგან თათს ვერ დგამდა. ვეტექიმმა მითხრა, რომ მას სახსართან კუნთები დაჭიმული ჰქონდა", - წერს საკუთარ გვერდზე მიხაილი.

კნუტები საიმედო ხელში არიან, თუმცა, დაშავებულ კნუტს, რომელსაც მოხუცი შეჭმას უპირებდა, მკურნალობა სჭირდება.

Zooclub

"რენტგენზე ძვლების მოტეხილობა არ აღმოჩნდა. კნუტს მარჯვენა იდაყვის შეერთებაზე დაზიანებები აღენიშნება. კიდევ რამდენიმე მილიმეტრი და შესაძლოა, ქალს მისთვის ნერვი გადაეჭრა და პატარა არსება სამუდამოდ ხეიბარი დარჩებოდა", - წერს ერთ-ერთი უკრაინელი ცხოველთა დამცველი.


Marafet
მოხუცი ქალი ისეთი მშიერი ყოფილა კნუტის შეჭმას აპირებდა, წაართვეს კნუტი და იმ საწყალ, შიმშილით გადარეულ ქალს კი არ მიხედეს, არა, ესენი კნუტების ბედით არიან შეშფოთებულები! თქვენ ადამიანები არ ხართ! თქვენ ხართ კატამიანები, ვინც აქ შეშფოთების მიზეზადკატა ჩათვალეთ, თფუ თქვენი ყველასი
BTS
და იმ მოხუც ალქაჯს რა ბედი ეწია? :D იმედია რამე მოიმოქმედეს მაგ ბებერის წინააღმდეგ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?