კატამ, რომელიც 15 კილოგრამს იწონის, მზრუნველი პატრონი იპოვა და დიეტასაც იცავს
კატამ, რომელიც 15 კილოგრამს იწონის, მზრუნველი პატრონი იპოვა და დიეტასაც იცავს
მაიკლ უილსონი და მეგან ჰანემანი ავეჯის კომპანიის Catastrophicreations-ის მფლობელები არიან. ეს კომპანია დაკავებულია კატებისათვის განკუთვნილი ავეჯის შექმნით. რამდენიმე ხნის წინ მათ თავშესაფრიდან მესამე კატა აიყვანეს. მძიმეწონიანმა ბრონსონმა პირველივე შეხვედრისთანავე დაიპყრო წყვილის გული.

მზრუნველმა პატრონებმა შეამჩნიეს, რომ ფუმფულა ბინადარს ბალანსირებული დიეტა სჭირდებოდა და მისთვის ახალი კვების რაციონი შეადგინეს - დღეში მხოლოდ 375 კალორია. ჯერჯერობით ბრონსონის წარმატება არ არის თვალსაჩინო, თუმცა, მან ერთი კილოგრამი დაიკლო.

გაიცანით, ეს ბრონსონია. პოლიდაქტილიას გამო (ზედმეტი თითის ანომალია), მისი თათები უჩვეულოდ გამოიყურება.

Zooclub

პატრონის სიკვდილის შემდეგ, ის თავშესაფარში მოხვდა.
პირველმა პატრონმა კატა ისე გამოკვება, რომ ცხოველს ჭარბი წონის გამო გადაადგილება უჭირს.

Zooclub

სამი წლის ასაკში
ბრონსონი 15 კგ-ს იწონიდა.

Zooclub

ფუმფულა ბინადარმა იმდენად შეაყვარა თავი მაიკლ უილსონს და მეგან ჰანემანს, რომ მათი მესამე შინაური ცხოველი გახდა.

Zooclub

პატრონები კატას ყველანაირად უწყობენ ხელს, რათა ის ზედმეტი წონისგან გათავისუფლდეს.

Zooclub

ბრონსონის ყოველდღიური რაციონი სულ რაღაც 375 კალორიას შეადგენს.

Zooclub

მის ჯანმრთელობას ვეტერინარი აკონტროლებს.

Zooclub

უდავოა, ფიზიკური დატვირთვის გარეშე კატა ფორმაში ვერ ჩადგება.

Zooclub

პატრონები ბრონსონთან 20 წუთი თამაშობენ და ვეტერინარის რჩევით, ის დღეში ერთხელ კიბეზე უნდა ასულიყო.

Zooclub

როდესაც წყვილმა შეატყო, რომ კატას კიბეზე ასვლა ძალიან უჭირდა, ისინი შეშინდნენ.

Zooclub

ასეთი დატვირთვა შესაძლოა ცხოველის  სახსრებისთვის საშიში ყოფილიყო.

Zooclub

ვარჯიშის ფარგლებში, მხოლოდ 20-წუთიანი თამაში დარჩა, თუმცა, პატრონები გამიზნულად ადგილს უცვლიან მის საკვებ ჯამს, რათა ცხოველმა ოთახებში მეტი იაროს.

Zooclub

ბრონსონის საყვარელი სათამაშო ფუმფულა პომიდორია, რომელიც სავსეა კატის საყვარელი სასუსნავით.

Zooclub

შინაური ბინადრის ჩვეულებრივი გადამზიდი მას დისკომფორტს უქმნის.

Zooclub

ამიტომ,  ცხოველი ბალიშით დაჰყავთ, რათა არ დაშავდეს.

Zooclub

ასევე, მას ბალიშზე სძინავს.

Zooclub

და კიდევ, ძალიან მოსწონს პატრონის საწოლში ძილი, რის გამოც, საწოლის ერთი მესამედი მისთვის არის განკუთვნილი.

Zooclub

ბრონსონი ჯერჯერობით იატაკიდან უყურებს, თუ როგორ ძვრებიან კატები სიმაღლეზე, თუმცა, პატრონი დარწმუნებულია, რომ მალე მასაც შეეძლება თავისუფლად ხტომა.

Zooclub

წყარო: boredpanda

ასევე იხილეთ:

ჭარბწონიანი კატა სასტუმროს მოსიარულე რეკლამა გახდა

ჭარბწონიან მაიმუნს ვეტერინარებმა მკაცრი დიეტა დაუნიშნეს

ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანილი "მაკე" ძაღლი, აღმოჩნდა, რომ ლეკვებს არ ელოდებოდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?