ტოპ მენეჯერმა ფირმას 370 000 ფუნტი მოპარა და კნუტები იყიდა…
ტოპ მენეჯერმა ფირმას 370 000 ფუნტი მოპარა და კნუტები იყიდა…
დიდ ბრიტანეთში სამშენებლო ფირმის ფინანსურმა დირექტორმა დაახლოებით 370 000 ფუნტი სტერლინგი მიითვისა. BBC News-ის ცნობით, მოპარული ფულით მამაკაცმა ჯიშიანი კნუტები იყიდა.

ინგლისის ქალაქ ჩორლის (ლანკაშირის საგრაფო) მცხოვრებმა მეთიუ ფერიმონდმა თაღლითობის 12 ეპიზოდში თავი დამნაშავედ ცნო. საასმართლოს მონაცემებით, ფული საქველმოქმედო ორგანიზაციის ანგარიშზე უნდა გადარიცხულიყო. გარდა ამისა, ბრიტანელი ფულის გათეთრებით იყო დაკავებული.

მამაკაცზე ეჭვი მაშინ მიიტანეს, როდესაც აღმოაჩინეს 2 ჩეკი დაუგეგმავი დანახარჯებით. ბრალდებამ მას “კომპანიის ყველაზე დიდი საშიშროება” უწოდა. რამდენადაც, თანამშრომლები ჯერჯერობით “რთულად მოიპოვებდნენ ფულს”, თაღლითი თავს ქველმოქმედად ასაღებდა.

სასამართლომ ფერიმონდს 4 წლით
თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?