როგორ გადაარჩინა კატამ ოჯახი ლენინგრადის ბლოკადის დროს
როგორ გადაარჩინა კატამ ოჯახი ლენინგრადის ბლოკადის დროს
ეს გულისამაჩუყებელი ისტორია ბლოკადაგამოვლილი ოჯახის ნაამბობია...

"ბებიაჩემი ყოველთვის ამბობდა, რომ ბლოკადასა და შიმშილს მისი ოჯახი მხოლოდ კატა ვასკას წყალობით გადაურჩა. რომ არა ეს წითური ონავარი, ჩვენ ბევრი სხვის მსგავსად შიმშილით დავიღუპებოდითო.

ყოველდღე ვასკა მიდიოდა სანადიროდ და მოჰქონდა თაგვები, ხან მსუქანი ვირთხებიც. თაგვებს ბებია ფატრავდა და ხარშავდა წვნიანს, ხოლო ვირთხისგან გულაშს აკეთებდა.

ამასთან, კატა ყოველთვის იჯდა გვერდით და ელოდა საჭმელს, ღამე კი სამივეს ერთად ეძინა საბნის ქვეშ და კატა ათბობდა მათ თავისი სითბოთი.

Zooclub

დაბომბვას ის რამდენიმე ხნით ადრე გრძნობდა, სანამ საჰაერო
განგაშს გამოაცხადებდნენ. ეწყებოდა შფოთი, საწყლად კნაოდა, ბებია ასწრებდა მოეგროვებინა ნივთები, წყალი და კატითა და ჩვილით
გამოქცეულიყო სახლიდან. როდესაც მირბოდნენ თავშესაფარში მას როგორც ოჯახის წევრს თან ატარებდნენ, თვალყურს ადევნებდნენ, რომ ვასკა არავის მოეპარა და შეეჭამა.

საშინელი შიმშილობა იდგა. კატა იყო ისეთივე გამხდარი, როგორც სხვები. მთელი ზამთრის მანძილზე, გაზაფხულამდე ბებია აგროვებდა ჩიტებისთვის ნამცეცებს, გაზაფხულიდან კი კატასთან ერთად სანადიროდ გამოდიოდა. ბებია ყრიდა ნამცეცებს და იჯდა ვასკასთან ერთად ჩასაფრებული.კატის ნახტომი ყოველთვის ზუსტი და სწრაფი იყო, თუმცა ის ჩვენთან ერთად შიმშილობდა და ძალა არასაკმარისი ჰქონდა, რომ ფრინველი დაჭერის მერე გაეჩერებინა. იგი იჭერდა ჩიტს, ბუჩქებიდან კი გამორბოდა ბებია და ეხმარებოდა მას. ასე რომ გაზაფხულიდან შემოდგომამდე ჩვენი ოჯახი ჩიტებს ჭამდა.

როდესაც ბლოკადა მოხსნეს და საჭმელი გაჩნდა, ომის მერეც კი ბებია კატას ყოველთვის ყველაზე საუკეთესო ნაჭრებს აძლევდა. ალერსიანად ეფერებოდა და ეუბნებოდა – ჩვენო მარჩენალო.

ვასკა 1949 წელს მოკვდა, ბებიამ ის სასაფლაოზე დაკრძალა, საფლავი რომ არ გადაეთელათ ჯვარი დაადგა და მიაწერა – ვასილი ბუგროვი. მერე მის გვერდით დედამ ბებია დაკრძალა, შემდეგ მე დავკრძალე იქ დედა. ასე წევს სამივე ერთად ისევე, როგორც ოდესღაც ომის დროს ერთი საბნის ქვეშ".



ბლოკადის კატების ძეგლები

მალაია სადოვაიას ქუჩაზე, რომელიც პეტერბურგის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს, არის ორი პატარა, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი ძეგლი – კატა ელისეის და კატა ვასილისასი. ქალაქის სტუმრები, რომლებიც ამ ქუჩაზე სეირნობენ, ათვალიერებენ ელისეივსკის მაღაზიის არქიტექტურას, მარმარილოს ბირთვიან შადრევანს და კომპოზიციას "ქუჩის ფოტოგრაფი ბულდოგებთან ერთად", ვერც კი შეამჩნევენ ამ ძეგლს, მაგრამ დაკვირვებული მოგზაურები ადვილად იპოვიან მას.

Zooclub

კატა ვასილისა #3 სახლის მეორე სართულის აივანზეა გადმომდგარი. პატარა და გრაციოზული, წინა თათი ოდნავ მოხრილი და კუდაპრეხილი თავმომწონედ იყურება ზემოთ. მის პირდაპირ, #8 სახლის კუთხეში საქმიანად ზის კატა ელისეი, რომელიც აკვირდება ქვემოთ მოსეირნე ადამიანებს. ელისეი აქ 2000 წლის 25 იანვარს გაჩნდა, ვასილისა კი ამავე წლის 1 აპრილს. იდეის ავტორი ისტორიკოსი სერგეი ლებედევია, რომელიც უკვე ნაცნობია პეტერბურგელებისთვის ფარნების ამნთების და კურდღლის ძეგლებით.

პეტერბურგელებს რამდენიმე ვერსია აქვთ ამ ძეგლებთან დაკავშირებით. ერთნი თვლიან, რომ ელისეი და ვასილისა – პეტერბურგის გალამაზების ერთ-ერთი კომპონენტია. უფრო დაფიქრებული მცხოვრებლები კატებში გარკვეულწილად მადლიერებას ხედავენ მათდამი, როგორც ოდითგან მოყოლებული ადამიანის მეგზურის.

Zooclub

თუმცა, სიმართლესთან ყველაზე ახლოს დგას დრამატული ვერსია, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ქალაქის ისტორიასთან.
ლენინგრადის ბლოკადის დროს ალყაშემორტყმულ ქალაქში არც ერთი კატა არ დარჩა, რამაც ვირთხების მომრავლება გამოიწვია. მათ კი ადამიანებს საჭმლის ბოლო მარაგი გაუნადგურეს. მავნებლებთან ბრძოლა კატებს დაავალეს, რომლებიც სპეციალურად ამ მიზნით ჩამოიყვანეს იაროსლავლიდან. "მკნავანა დივიზიამ" პირნათლად შეასრულა თავისი ამოცანა.

Zooclub

ჩვენ დროში, ამ ძეგლებს პეტერბურგელებმა სხვა საყვარელი მნიშნელობაც მიუმატეს. გადმოცემის მიხედვით, თუ გადააგდებ მონეტას და ის რომელიმე კატასთან ახლოს დაეცემა – წარმატებას "კუდით დაიჭერ".
dali
საყვარლები და კეთილები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?