კატებისგან მცირე ზომის ცხოველების დასაცავად ავსტრალიაში ყველაზე გრძელი ღობე აშენდა (+ვიდეო)
ავსტრალიის გარეულ ცხოველთა გადარჩენის სააგენტომ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ღობის შენება დაასრულა. ღობე კატებისგან გარეულ პატარა ზომის ბინადრებს დაიცვას. ეკოლოგებმა საშინელი ციფრები წარმოადგინეს: მაწანწალა კატები ყოველდღე კლავენ 3 მილიონამდე ფრინველს, რეპტილიას და მცირე ზომის ძუძუმწოვრებს. მათი დანაშაულით ყოველ წუთს 2000-მდე სახეობის ფაუნის წარმომადგენელი ნადგურდება.

პირველად კატები ევროპიდან ავსტრალიაში 200 წლის წინ ჩაიყვანეს. კომფორტულმა პირობებმა და დიდი რაოდენობის საკვებმა უზრუნველყო კონტინენტზე 20 მილიონზე მეტი გარეული კატის ბინადრობა. მათი კვების რაციონი არა მხოლოდ თაგვი და ვირთხა, არამედ იშვიათი სახეობის ცხოველებიც არიან.

ეკო ბალანსის შესანარჩუნებლად
შემუშავდა გრძელვადიანი სტრატეგია. სპეციალისტები ვალდებულნი არიან გადაარჩინონ ის სახეობები, რომლებიც გადაშენების პირას არიან.

განსაკუთრებით დაზარალდა
ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი და სწორედ აქ გაკეთდა ღობე, რომელიც ტერიტორიას იცავს მტაცებლების შემოჭრისაგან.

ასევე იხილეთ:

იპოვეს მსოფლიოში უდიდესი ჭიანჭველების ბუდე

30 წლის შემდეგ ოკეანეში არცერთი თევზი არ დარჩება და აი, რატომ...

ავსტრალიაში სიცხისგან 1000-ზე მეტი მფრინავი მელია ჰაერში "მოიხარშა"
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?