1988 წელს, 50 წლის მიშელ ჰერიტაჟიმ, 20 წლის ასაკში, ერთი ციდა კნუტი აიყვანა. მას შემდეგ რაბლი და პატრონი განუყრელნი არიან.

კატა თავის ოჯახთან ერთად დევონის სამეფოში (დიდი ბრიტანეთი) ცხოვრობს. პატრონის თქმით, რაბლი ძალიან კარგი შინაური ცხოველია, მაგრამ ასაკის გამო ცოტა გამაღიზიანებელი გახდა.
რაბლი, დიდი ალბათობით, ყველაზე ასაკოვანი კატაა მსოფლიოში, თუმცა, მიშელს არ უნდა
ხნიერ კატას მაღალი არტერიული წნევა აწუხებს, თუმცა, წამალი, რომელსაც ვეტერინარი უწერს, ამ პრობლემას უმკლავდება. რაბლი ჯანმრთელობის მხრივ სხვა დაავადებებს არ უჩივის.

დღეს ოფიციალურად ყველაზე ასაკოვანი მამრი კატა, სახელად სკუტერია, რომელსაც 2016 წელს 30 წელი შეუსრულა და თავისი დაბადების დღის შემდეგ მალევე მოკვდა, ხოლო ყველაზე ხნიერი კატა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შესული 38 წლის კრემ მაფია (Creme Puff) ტეხასიდან. იგი 1967 წლის 3 აგვისტოს დაიბადა და 2005 წლის 6 აგვისტომდე იცოცხლა - საოცარი 38 წელი და 3 დღე.
რაბლიმ დაბადების დღეზე, ადგილობრივი ვეტერინარული კლინიკიდან, საჩუქრად მიიღო სპეციალური რძე და ცოტა სასუსნავი. ასევე, უფასოდ მიიღებს არტერიული წნევის წამლებს ერთი თვის განმავლობაში.
