კატამ პატრონისგან 1,5 მილიონი ევრო მემკვიდრეობით მიიღო
კატამ პატრონისგან 1,5 მილიონი ევრო მემკვიდრეობით მიიღო
თუ ფუმფულა არსება თავისი სიცოცხლის მანძილზე ვერ დახარჯავს 1,5 მილიონ ევროს, მისი სიკვდილის შემდეგ თანხა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას გადაეცემა.

იტალიელი პატრონისგან მილიონ ნახევარი ევრო მემკვიდრეობით მიიღო შავ-თეთრმა კატამ პილუმ, რომელიც ვერონაში ცხოვრობს. ამის შესახებ წერს ადგილობრივი გამოცემა "Corriere della Sera"-ი.

ცხოველის პატრონი ჩეჩილია ანა, იტალიის მინისტრთა საბჭოში მუშაობდა. ის 88 წლის ასაკში მოკვდა და გარდაცვალებამდე ერთადერთ მემკვიდრედ თავისი საყვარელი კატა პილუ დაასახელა.

მემკვიდრეობას განკარგავს ერთ-ერთი ადგილობრივი ფონდი. ეს უკანასკნელი ვალდებულია კატა უზრუნველყოს საუკეთესო ცხოვრების პირობებით. კატა პატრონის სიკვდილის შემდეგ მილანის შინაურ
ცხოველთა რეზიდენციაში ცხოვრობს. გარდა ამისა, თუ კატას ახალი პატრონი გამოუჩნდება, ის ვალდებული იქნება, წარმოადგინოს ყოველთვიური
ანგარიში, როგორ და რისთვის დაიხარჯა ცხოველის მემკვიდრეობის თანხა.

Zooclub

პილუს სიკვდილის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა გადაეცემა ცხოველთა დაცვის ერთ-ერთ ორგანიზაციას - ეს იყო ჩეჩილია ანას უკანასკნელი სურვილი.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შემთხვევა იტალიაში პირველი არ არის. შინაურ ცხოველებს პატრონები არა მარტო თანხას, ბინას და ძვირფასეულობასაც უტოვებენ.

ასევე იხილეთ:

მდიდარი ძაღლები ინსტაგრამიდან

მსოფლიოს უმდიდრესი ცხოველები

ქალი მემკვიდრეობას თავის 41 ძაღლს უტოვებს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?