პედიატრების მიერ უარყოფილი იქნა აზრი, რომ კატის სახლში ყოლა შესაძლოა ბავშვებში ასთმის მიზეზი გახდეს
პედიატრების მიერ უარყოფილი იქნა აზრი, რომ კატის სახლში ყოლა შესაძლოა ბავშვებში ასთმის მიზეზი გახდეს
კვლევის ფარგლებში სპეციალისტები ხუთ წლამდე ბავშვებს აკვირდებოდნენ. ყველა მათგანმა წინასწარ გაიარა გენეტიკური ანალიზი, კერძოდ ასთმასა და სხვა დაავადებებზე, რომლებიც სასუნთქი გზების პრობლემებს იწვევს.  გარდა ამისა, ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, თუ რომელი მათგანის ოჯახში ბინადრობდა კატა.

აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებიც მიდრეკილნი იყვნენ სასუნთქი გზების პრობლემებისკან, იშვიათად ავადმყოფობენ, თუ სახლში კატა ჰყავთ. მეტიც, რაც უფრო მეტად აქვს პატარას ფუმფულა ბინადართან კონტაქტი, მით უფრო იშვიათია მისი ასთმით დაავადების რისკი.

უდავოა, შინაური ცხოველისგან ყველა დადებითი თვისება აღინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს არ აქვს ალერგიული
რეაქცია კონკრეტულად ცხოველების მიმართ.

ასევე იხილეთ:

შინაური ცხოველები ბავშვებს რესპირატორული დაავადებებისგან იცავენ

ნუ აუკრძალავთ ბავშვს
ცხოველთან თამაშს


შინაური ცხოველები ბავშვებში ალერგიულ ფონსა და ჭარბი წონისადმი მიდრეკილებას ამცირებენ

შვედმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ძაღლი პატრონს სიცოცხლეს უხანგრძლივებს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?