პატრონი თავის კატას სახლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით შეხვდა... ცხოველის რეაქცია საოცარი იყო
პატრონი თავის კატას სახლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით შეხვდა... ცხოველის რეაქცია საოცარი იყო
ერთი წლის კატა ლუისი სახლიდან ხშირად მირბის, ზოგიერთ შემთხვევაში, საკვების მიღებასაც ვერ ასწრებს და გაღვიძებისთანავე ცდილობს, პატრონს გაეპაროს.

ერთ დღეს დენიელ შერლოკი თავის კატა ლუსის სახლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით შემთხვევით შეხვდა - ცხოველის რეაქცია საოცარი იყო. ბედნიერი კატის ფოტო ბიჭმა გამოაქვეყნა "ტვიტერში", სადაც ლუისი თათებით მანქანის კიდეზე დგას და პატრონს კმაყოფილი სახით უყურებს.

Zooclub

გამოქვეყნებულ ფოტოს ათასობით მოწონება და გაზიარება ჰქონდა. კატას არა ერთი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. ადამიანების ნაწილი ლუსის დასაცავად კომენტარებს წერდა: "მხოლოდ იმიტომ, რომ ოთხი ფეხი აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ მას
თავისი საქმეები არ აქვს."

Zooclub

პატრონის თქმით, ლუისი სახლიდან არა ერთხელ გაპარულა, ამიტომ მის ყელსაბამზე წერია
საკონტაქტო ინფორმაცია.

Zooclub

"ერთ დღეს ადგილობრივი საქველმოქმედო მაღაზიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ლუისი მათ შენობაში შესულ ყველა მომხმარებელს მასპინძელივით ხვდებოდა", - წერს სოციალურ ქსელში კატის პატრონი.

ასევე იხილეთ:

რატომ აკეთებს კატა ამას? დროა, გავიგოთ მათი მთავარი საიდუმლო

"გადავწყვიტე საკუთარი კატისთვის მეთვალთვალა და გამეგო, სად იკარგებოდა მთელი დღით..."

კატა ორ ოჯახში ცხოვრობდა, პატრონებმა მისი საიდუმლო მოგვიანებით შეიტყეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?