ერაყში კატების სასტუმრო გაიხსნა
ერაყში კატების სასტუმრო გაიხსნა
ერაყში კატებისთვის პირველი სასტუმრო გაიხსნა.

სტუდენტმა აჰმედ თაჰერ მაკმა, რომელიც ვეტერინარულზე სწავლობდა, საკუთარი სახლიდან ფუმფულა ბინადრებისთვის სასტუმრო გააკეთა. მისი თქმით, ეს ერაყში მსგავსი ფორმატის პირველი დაწესებულებაა.

კატების სასტუმრო ქალაქ ბარსაში მდებარეობს. ცხოველის პატრონს სასტუმროში ერთი დღის გატარება 5 000 დინარი დაუჯდება. ფასში შედის კვება, საძინებელი ადგილი, სამედიცინო დათვალიერება და სათამაშო მოედანი.

მაკის სიტყვებით, ასეთი საქციელით, მას სურს, ადამიანებს კატების სახლში აყვანის სურვილი გაუღვიძოს. "ცხოველებზე ზრუნვა ადამიანებს მიმტევებელ გულს მიანიჭებს”, – აღნიშნა მან.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?