მსოფლიოში ყველაზე წარმატებული გამყიდველი კატა (+ფოტო)
მსოფლიოში ყველაზე წარმატებული გამყიდველი კატა (+ფოტო)
ვიეტნამის ერთ-ერთ ბაზარში საოცარი კატა თევზით ვაჭრობს. მყიდველების უმეტესობას მის დახლთან გულგრილად ჩავლა უჭირს. კატას თანდაყოლილი ნიჭი აქვს - ის ადამიანების გულს უსიტყვოდ იპყრობს.

შინაური ცხოველი ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე ცნობილი გამყიდველია.

პატრონმა კუოკ ფონგიმ მას უცნაური სახელი - "ძაღლი" დაარქვა, ხოლო კატის ჯიში შოტლანდიური მოკლებეწვიანია.

მოკლე ხანში, კატამ ათასობით ადამიანს თავი შეაყვარა, ხოლო გარეგნობითა და კოსტიუმებით ის არა მარტო მყიდველების, არამედ კონკურენტების ყურადღებასაც იქცევს.

Zooclub

"ძაღლი" თევზის გარდა ვაჭრობს: ხორცით, მწვანილითა და ბოსტნეულით...

თუმცა, ყველაზე მეტად ახალი თევზით ვაჭრობა მოსწონს.

კატა სამსახურში მოდურად
გამოწყობილი მიდის.

დასვენების დღეებში, უპირატესობას ანიჭებს, გამოიყურებოდეს ჩვეულებრივი კატასავით, ყოველგვარი ზედმეტი აქსესუარის გარეშე.

Zooclub

იხილეთ სახალისო ფოტოები, რომლებიც გადაღებულია ამ უჩვეულო შინაური ცხოველის მუშაობის პროცესში.

ასევე იხილეთ:

ბედნიერი ძაღლი ნაყინის მანქანას დიდი სიხარულით ხვდება

ძაღლი ძეხვის საყიდლად მაღაზიაში ყოველდღე მარტო დადის

ძაღლი, რომელიც მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს



გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?