"ის ჩამეხუტა და აღარ მიშვებდა..." გოგონამ გამოაქვეყნა უზარმაზარი კატის ფოტო, რომელიც თავშესაფრიდან წაყვანას ითხოვდა
"ის ჩამეხუტა და აღარ მიშვებდა..." გოგონამ გამოაქვეყნა უზარმაზარი კატის ფოტო, რომელიც თავშესაფრიდან წაყვანას ითხოვდა
წყვილმა ვაშინგტონის ცხოველთა თავშესაფარს კატის ასაყვანად მიაკითხა. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ერთ-ერთი ბინადარი ინიციატივას უჩვეულოდ გამოავლენდა.

უზარმაზარი ხვადი კატა, სახელად ტობი, ჯესიკას ჩაეხუტა და აღარ უშვებდა. გოგონამ კატის გალიაში დაბრუნება სცადა, თუმცა, ცხოველმა მას თათები მჭიდროდ მოხვია და მხარზე თავი დაადო, თითქოს წაყვანას ეხვეწებოდა. 

Zooclub

"როგორც თავშესაფრის თანამშრომლებმა მითხრეს, ტობი 2 კვირის წინ პატრონმა დატოვა. სახლში 19 წლის ხვადი კატა გვყავს, დარწმუნებული ვარ, ის ვერ შეეგუებოდა ტობის", - წერს Facebook-ის ცხოველების ჯგუფში ჯესიკა.

Zooclub

მას შემდეგ, რაც კატის ემოციური ფოტო სოციალურ
ქსელში გავრცელდა, მისი აყვანის არაერთი მსურველი გამოჩნდა.

Zooclub

ჯესიკა რამდენიმე დღეში თავშესაფარში დაბრუნდა და ის გაოცებული
იყო: ტობის გალიასთან ბევრი ადამიანი იდგა იმ იმედით, რომ თავშესაფარი ამ უზარმაზარ, სევდიან კატარს მას აჩუქებდა.

Zooclub

24 იანვარს გოგონამ სასიხარულო ამბავი შეიტყო: თავშესაფრის თანამშრომლებმა ტობის საუკეთესო ოჯახი შეურჩიეს. მას შემდეგ ცხოველი ბედნიერი განაგრძობს ცხოვრებას მზრუნველი ადამიანების გარემოცვაში.

ასევე იხილეთ:

პიტბულებიც ტირიან: თავშესაფარში პატრონისგან მიტოვებული ძაღლი ყოველდღე

თავშესაფარში დატოვებული სევდიანი ძაღლი... თუმცა იხილეთ მისი გამომეტყველება ერთი კვირის შემდეგ

ქალმა ცხოველების თავშესაფარს მიაკითხა და აიყვანა ყველაზე ასაკოვანი ძაღლი, რომელიც არავის სურდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?