ეს კნუტი ერთადერთია, რაც 83 წლის მოხუცს დარჩა. მისი სახლი სრულიად დაიწვა (+ვიდეო)
ტრაგიკული კადრები გადაიღეს ხანძრის შემდეგ მუდურნუს რაიონში (თურქეთი). 83 წლის მოხუცს ალი მესეს საკუთარ სახლში გასათბობად ღუმელის ანთება სურდა. ხნიერი მამაკაცის გაუფრთხილებელმა ქმედებამ ხანძარი გამოიწვია, რის შედეგადაც მთლიანი სახლი დაიწვა.

მეზობლებმა კვამლი შენიშნეს და სახანძრო სამსახური გამოიძახეს. მაშველებმა ალის და კნუტის გადარჩენა შეძლეს. სახლი კი სრულიად დაიწვა.

ტელეკომპანია "TRT Diyanet"-ის ჟურნალისტმა ვიდეო კამერაზე აღბეჭდა სულისშემძვრელი წუთები - მოხუცი მამაკაცი ტიროდა, ამავე დროს ჩახუტებულ კნუტს კოცნიდა,  ეფერებოდა და ამშვიდებდა.

თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალნიმ განაცხადა, რომ სახელმწიფო ალის ოჯახს მაქსიმალურად დაეხმარება.
ისინი დაზარალებულს ახალი სახლის აშენებას პირდებიან, სადაც მოხუცი და მისი კატა სითბოში იცხოვრებენ.

ასევე იხილეთ:

ძაღლმა გადაარჩინა კატა, რომელიც 2 თვე დამწვარი სახლის ნანგრევებიდან ვერ გამოდიოდა


ხანძრის დროს გოგონამ 32 კილოიანი პიტბული ზურგზე მოიკიდა და გაიქცა

ერთგული ძაღლი მოხუცი პატრონის საფლავს არ ტოვებს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?