თურქეთში კატებისთვის სოფელს ააშენებენ - საოცარი პროექტი, რომლის განხორციელება ჩვენთანაც შესაძლებელია!
თურქეთში კატებისთვის სოფელს ააშენებენ - საოცარი პროექტი, რომლის განხორციელება ჩვენთანაც შესაძლებელია!
"თურქეთში ააშენებენ სოფელს, სადაც 200 კატა იცხოვრებს", - გვამცნობს "Hurriyet"-ი.

დასახლება 600 კვ.მ-ზე აუთვისებელ მიწაზე განლაგდება. სანამ სოფელში უსახლკარო ცხოველებს დაასახლებენ, მათ მუნიციპალურ თავშესაფარში გამოიკვლევენ და გაასტერილებენ. საკვებითა და წყლით კატებს სპეციალური პერსონალი უზრუნველყოფს.

პროექტი მიმართულია ქუჩაში მცხოვრები კატების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისკენ. შინაური ცხოველების აყვანის მსურველებს შეეძლებათ სოფელში მისვლა და მათთვის სასურველი კატის არჩევა.

Haberturk-ის ცნობით, სოფელში სახლებს ბუნგალოს სახით ააშენებენ, სადაც ერთი ან რამდენიმე ფისო იცხოვრებს. მათ შორის კატებისთვის მოსახერხებელი გასასვლელები მოეწყობა. სოფლის ტერიტორიაზე ასევე იქნება სათამაშოები. აქტივისტები აღნიშნავენ,
რომ წარმატების შემთხვევაში პროექტის გავრცელება სხვა რეგიონებშიც იქნება შესაძლებელი.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?