კატა, სახელად "ძაღლი", შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის დამხმარე ძაღლებს წვრთნის (+ვიდეო)
შავ-თეთრი კატა ძალიან უცნაური სახელით - "ძაღლი" რამდენიმე თვეა სენტ-ლუისში (აშშ) ძაღლების საწვრთნელ ცენტრში მუშაობს, სადაც შინაურ ცხოველებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა დაეხმარონ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს.

კატის მოვალეობაა მუდმივად იმყოფებოდეს ცენტრში მყოფი ცხოველების გვერდით. მსგავსი "მეზობლობა" დამხმარე ძაღლს აჩვევს მუშაობის დროს ყურადღება არ გადაიტანოს სხვა ცხოველებზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გიდი ძაღლებისთვის.

ძაღლის წვრთნის კურსი 2 წელი გრძელდება, ხოლო მისი ღირებულება 27 000 დოლარს შეადგენს. ამ თანხის გადახდის შემთხვევაში, პატრონს გაწვრთნილი ძაღლი უფასოდ გადაეცემა.

ასევე იხილეთ:

დამხმარე ძაღლმა პატრონი გულის შეტევისგან იხსნა


ის მუდმივად
პატრონის სიცოცხლეს იცავს... ემოციური ვიდეო, თუ როგორ ეხმარება ძაღლი გოგონას ეპილეფსიური შეტევის დროს


კატა, რომელიც
თავშესაფარში ნაოპერაციებ ცხოველებზე ზრუნავს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?