უსინათლო კატა ნამიკიმ, რომელიც სმარტფონში მუსიკას უსმენდა, მთელი მსოფლიო მოხიბლა (+ვიდეო)
უსინათლო კატა ნამიკის ვიდეომ, სადაც კატა სმარტფონში მუსიკას უსმენს, მსოფლიო მოხიბლა. ოთხფეხა ფუმფულა არსება თითქოს გატაცებულია მუსიკით.

ყველაფერი მას მერე დაიწყო, რაც ერთ-ერთმა საკმაოდ ცნობილმა მუსიკოსმა სტამბულიდან, რომელმაც იმით გაითქვა სახელი, რომ თავისი ბინადრებისთვის ასრულებს ნაწარმოებებს, საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა მისთვის გაგზავნილი ვიდეო. ამ ვიდეოში კატა დიდი ინტერესით უსმენს სარპერ დუმანის შესრულებას.

“ეს ყველაზე მგრძნობიარე შეტყობინებაა, რომელიც ოდესმე მიმიღია. ამ ლამაზ უსინათლო კატას ნამიკი ქვია და ამბობენ, რომ ის ასე იქცევა ყოველთვის, როგორც კი ჩემს ვიდეოს რთავს. ეს ძალიან შთამბეჭდავია. ბედნიერი
იყავი მუდამ, ნამიკ”, - წერს კატების მუსიკოსი თავის ინსტაგრამზე.

უამრავმა ინტერნეტ მომხმარებელმა აღნიშნა, რომ ამ
ვიდეოკადრების ნახვის დროს ტიროდნენ. ადამიანებზე ისიც მოქმედებს, რომ ვინაიდან ნამიკი მუსიკოსს ვერ ხედავს, როგორც ჩანს, მას გულწრფელად შეუყვარდა მისი მუსიკა.

”არ იტიროთ. ვფიქრობ, რომ კატა ვერც ხვდება, რომ ის უსინათლოა, ან მას რამე პრობლემა აქვს. როგორც ჩანს, მას ძალიან კარგად უვლიან. ეს ბედნიერი კატაა”, - დაწერა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეოს კომენტარად.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?