მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანმა კატამ ოპერაცია წარმატებით გადაიტანა და ცხოვრებას ბედნიერი აგრძელებს
მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანმა კატამ ოპერაცია წარმატებით გადაიტანა და ცხოვრებას ბედნიერი აგრძელებს
როდესაც პატრონმა, ბეთ ო'ნილიმ საკუთარი კატა საშა ვეტ-კლინიკაში მიიყვანა, ექიმები ცხოველის ასაკით დაინტერესდნენ. პატრონის თქმით, საშამ რამდენიმე ხნის წინ 31 წლის იუბილე აღნიშნა.

მისი ასაკის გაგების შემდეგ ვეტერინარებმა ბეთს ურჩიეს, გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად განაცხადი გაეკეთებინა.

ყველაზე ასაკოვანი კატა სკუტერი ტეხასიდან იყო, რომელიც გასულ წელს 30 წლის ასაკში მოკვდა. საშა კი 31 წლისაა, ჯანმრთელი და სიცოცხლის მოყვარული. მეტიც, მან რამდენიმე ხნის წინ გადაიტანა ცხვირიდან სიმსივნის მოშორების ოპერაცია. ოპერაციის დაწყებამდე ვეტ- ექიმი ნერვიულობდა, რადგან ამ ასაკში ცხოველის თირკმლები ცუდად მუშაობს, ამიტომ ანესთეზიის
რაოდენობა დაკვირვებით უნდა გაეკეთებინა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა - ერთი კვირის შემდეგ საშა სახლში დაბრუნდა.
იგი გემრიელად შეექცეოდა საყვარელ მოხარშულ ფარშს და ქათმის ნაჭრებს. პატრონი მას საუკეთესო საკვებით უმასპინძლდება და ვერ ხედავს აზრს, გააკეთოს ეკონომია, რადგან მისი შინაური ცხოველი განსაკუთრებულია.

Zooclub

ბეთიმ საშა 30 წლის წინ გამხდარი და ცოცხალ-მკვდარი ქუჩაში იპოვა.

"მეგონა, რომ ერთი კვირაც ვერ იცოცხლებდა, ხოლო შემდეგ ვერ შევამჩნიე, თუ როგორ გავიდა 30 წელი," - ამბობს კატის პატრონი.

Zooclub

ბეთს არასოდეს მიუქცევია საშას ასაკისთვის განსაკუთრებული ყურადღება და თვლიდა, რომ ეს უკანასკნელი უბრალოდ იღბლიანი იყო. ერთხელ საშა სასიკვდილოდ მოწამლეს, არავის ეგონა, თუმცა, ის გამოჯანმრთელდა. შემდეგ საშინელი ტრავმა მიიღო და ნეკნები დამტვრეული ჰქონდა, მაგრამ ესეც გადაიტანა. როგორც უკვე ვახსენეთ, 31 წლის ასაკში სიმსივნეც დაძლია და ახლა შესაძლებლობა ხვდა წილად, მოხვდეს გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე ასაკოვანი კატა.

Zooclub

გინესის რეკორდების ორგანიზაციამ საშას ოჯახს უკვე შეატყობინა, რომ მათ განაცხადს გადახედავდნენ. თუ 31 წლის კატის ისტორია სინამდვილეს შეესაბამება, საშა "მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი კატა გახდება", თუმცა, ეს ცხოველს საერთოდ არ ანაღვლებს. მას მხოლოდ სძინავს და გემრიელად შეექცევა საყვარელ საკვებს. აი, რა არის მისი მთავარი დანიშნულება.

ასევე იხილეთ:

მამაკაცს ასაკოვანი და ავადმყოფი ძაღლები თავშესაფრიდან სახლში მიყავს, რათა სიცოცხლე გაუხანგრძლივო


ასეთი კატა თქვენ ჯერ არ გინახავთ

მსოფლიოში ყველაზე ხნიერი ვომბატი 32 წლის ასაკში მოკვდა
Tbilisi
კარგი კატოა, ერთგული! იმედია კიდევ დიდხანს გაახარებს პატრონებს! ჯანმრთელობას ვუსურვებ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?