ეს კატა კლინიკის კარში გაიჭედა და თითქოს სუნთქვაც შეწყვიტა, მაგრამ ნახეთ, რა გააკეთეს ექიმებმა
ეს კატა კლინიკის კარში გაიჭედა და თითქოს სუნთქვაც შეწყვიტა, მაგრამ ნახეთ, რა გააკეთეს ექიმებმა
სტამბულის ერთ-ერთი კლინიკის კარში გაჭედილი კატა სიკვდილს ებრძოდა. მისი ხილვისას  ექიმი-რეანიმატოლოგი არც დაფიქრებულა, რომ მის წინაშე არა ადამიანი, არამედ ცხოველი იყო. მამაკაცმა საკუთარ მოვალეობას ბრწყინვალედ გაართვა თავი. მან პაციენტს გულის მასაჟი გაუკეთა და სიკვდილისგან იხსნა.

გაურკვეველია, თუ რატომ ცდილობდა ქუჩის კატა კლინიკაში შესვლას, მაგრამ მოხდა უცნაური რამ - ცხოველის თავი კედელსა და მოძრავ კარს შორის გაიჭედა. დაბლოკილი კარი მას განთავისუფლების საშუალებას არ აძლევდა.

როდესაც კატამ სუნთქვა შეწყვიტა, სწორედ მაშინ შეამჩნია იგი კლინიკის პერსონალმა. ექიმები ცხოველის საშველად დაუყოვნებლივ მივიდნენ. პატარა არსება
უგონოდ იყო და მის გადასარჩენად ერთი წუთიც კი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

Zooclub

კლინიკის ჰოლში შემთხვევით მოხვდა ექიმი-რეანიმატოლოგი
ჰალილ აკურეკი, რომელმაც ცხოველის გადასარჩენად ძალები არ დაზოგა.  

"ის თითქმის აღარ სუნთქავდა, ზურგზე ხელი მოვკიდე, ფრთხილად გამოვიყვანე კარიდან და იმ წამიდან დავიწყე გულის მასაჟის გაკეთება", - ამბობს ექიმი-რეანიმატოლოგი.

Zooclub

როდესაც კატა გონს მოვიდა, მას ჟანგბადის სასუნთქი მოწყობილობა გაუკეთეს.

Zooclub

პატარა პაციენტის გადარჩენის შემდეგ, ექიმი აკურეკი დაუკავშირდა ვეტერინარს, რომელმაც კატას საჭირო მედიკამენტები დაუნიშნა.

Zooclub

კლინიკის თანამშრომლებმა ცხოველს "სასწაული" დაარქვეს.

Zooclub

ამის შემდეგ კატის ცხოვრებაში კიდევ ერთი სასწაული მოხდა. ექიმმა-რეანიმატოლოგმა, რომელმაც ის გადაარჩინა, მისი აყვანა გადაწყვიტა. ასე რომ, ქუჩაში მცხოვრებმა კატამ მზრუნველი პატრონი იპოვა.

Zooclub

ასევე იხილეთ:

მამაკაცი ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდა, თუმცა ცხოველს პატრონი გადაეფარა

ვეტერინარი ოპერაციის შემდეგ პაციენტებს სიმღერით ამშვიდებს

მეხანძრემ ძაღლს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა და.. გადაარჩინა..
Tbilisi
ლამაზი კატაა. მიხარია რომ ყველაფერი კარგად დასრულდა!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?