უსინათლო კატა ულამაზესი თვალებით! (+ფოტო)
უსინათლო კატა ულამაზესი თვალებით! (+ფოტო)
ჟასმინი უსინათლო და უსახლკარო კატაა, რომელიც ქუჩებში დაეხეტებოდა. მოგვიანებით ის ცხოველთა თავშესაფარში ჩააბარეს.

როდესაც სანდრა კუდრეიმ ფეისბუქზე, Association Adoption Feline-ის (საფრანგეთი) მიერ გამოფენილი უსინათლო სამფერა კატის, ჟასმინის ფოტოები ნახა, ერთი ნახვით შეუყვარდა.

უსახლკარო კნუტი ძალაგამოცლილი იყო და ადამიანების ეშინოდა, მაგრამ სულ ცოტა სიყვარულმა მას ყველა გაჭირვება დაავიწყა და ადამიანების მიმართ რწმენა დაუბრუნა. ახლა ამ კატას უზომოდ უყვარს კოცნა და ჩახუტება. იგი განსაკუთრებით მიჯაჭვიულია პატრონზე.

”მიუხედავად იმისა, რომ უსინათლო იყო, ძალიან მინდოდა მისი აყვანა. უკვე მყავდა უსინათლო კატა", - ამბობს კუდრეი, - "ერთხელ ჩემი ოჯახის
მოსანახულებლად რამდენიმე დღით ნორმანდიაში წავედი და ჩემი კატა ძმას დავუტოვე. იგი ყოველდღე ჩემს ლოგინზე მელოდებოდა. მას
ძალიან დიდი ბედნიერება და სიყვარული მოაქვს. ჩვენ ისევე არ შეგვიძლია მის გარეშე გაძლება, როგორც მას ჩვენ გარეშე".

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
manana
ულამაზესია,სამფერა ფისოს ბედნიერება მოაქვს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?